,,მოსალოდნელია სერიოზული შეიარაღებული დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები!”

ზაზა დავითაია, ჟურნალისტი:
_ ჩემს ხელთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები გროვდება… უკრაინაში მყოფ ჩემი ინფორმაციის წყაროებს ეჭვის ნატამალიც აღარ ეპარებათ, რომ შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც ქართველმა ძალოვნებმა რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს – უშუალოდ სააკოვის განკარგულებით იყო შემოგზავნილი. სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ამათ გარდა, სხვა ჯგუფებმაც შემოაღწიეს და მათი მხრიდან მოსალოდნელია სერიოზული შეიარაღებული დესტაბილიზაცია და ტერორისტული აქტები! ერთ-ერთი ჩანაფიქრის მიხედვით, მათ უნდა გაანადგურონ რამდენიმე საკუთარი ლიდერი, მათ შორის, ნაცების მხრიდან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე და ჩვეული რიტორიკით, მომხდარი საქართველოს ხელისუფლებას და ვიღაც “პრორუსულ ძალებს” გადააბრალონ.
რასაც აქ ვწერ, ეს ჯერ ყველაფერი არ არის…
მოგეხსენებათ, 9 დეკემბერს სომხეთში ტარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, რომლებიც სააკოვის გარემოცვიდან გამოჟონილ ინფორმაციებს ფლობენ, (ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ იგი ნამდვილად არსებობს!) – მაიდნის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ბანდები ანალოგიური დავალებით, შესაძლოა, სომხეთშიც არიან შეგზავნილები!
თუ დამატებით რაიმეს შევიტყობ, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებ.
“ადამიანებო, იყავით ფხიზლად!”
არ დავუშვათ საქართველოში ფაშიზმის აღორძინება!
#არანაცებს#არადიქტატურას#არასისხლიანრეჟიმს!

Home