
რეალური მოგზაურობა და რეალური ისტორიები, ის რაც ხდება ტურისტულ მოგზაურობებში.
TVM NEWS-ის მედია ჯგუფი და პროექტ ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე ილონა ღოღაძე, რომელიც კომპანია მაი ტურსმა დააჯილდოვა 3-დღიანი სამოგზაურო პაკეტით და აგრეთვე ჩვენს გარდა კიდევ 50 კაცი გავემგზავრეთ ბაქოში, დიდი კომფორტული ავტობუსით. გზა რათქმაუნდა ხანგრძლივი და დამღლელი იყო, ეს საზღვრის გადაკვეთის გაუთავებელი პროცედურები, თან ჩვენ ერთ-ერთ მგზავრს პასპორტში სომხეთის გასვლა-გამოსვლის ბეჭდები ერტყა და ეშინოდა არ გადაშვების, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა, მესაზღვრეს ერთი კარგად გაუღიმა და მოკლედ სრული შემადგენლობით ვეწვიეთ ბაქოს, ძალიან ლამაზ და მდიდარ ქალაქს. ავტობუსში ღამით ჩვენმა ჟურნალისტმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ერთ-ერთ მძინარე მგზავრს დისკომფორტი შეუქმნა მეორე დღეს კი როდესაც ღამენათევ ჟურნალისტს ჩაეძინა ამ შეწუხებულმა მგზავრმა სამაგიერო ხმამაღალი მუსიკის მოსმენით გადაუხადა, უსიამოვნო ინციდენტმა კი ეს ორი მგზავრი მგზავრობის დროს ძალიან დააახლოვა და დღეს უკვე მეგობრები არიან. ასეა ყველგან ხდება გაუგებრობები, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის მაღლა დგას. შეიძლება ერთი შეხედვით ვინმე არ მოგეწონოს, თუმცა როცა კარგად გაიცნობ შეიძლება დაუმეგობრდე კიდეც. თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი მაინც ადამიანების შეგნებაზეა დამოკიდებული, არ მინდა თავი შეგაწყინოთ და ამიტომ გაგაცნობთ ყველაზე ახალგაზრდა ტურელებს, რომლებიც სწორედ ბაქო ტურში დამეგობრდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგი მათგანი დაწყვილდა კიდეც. მგზავრების სათავგადასავლო ინტერვიუების დასასრულს გთავაზობთ კომპანია მაი ტურსის დამფუძნებელ: გიორგი გიორგაშვილთან საკმაოდ ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს.
ჩვენ ნომერ პირველ მგზავრს შევეკითხეთ, თუ ყველაზე მეტად რამ მოახდინა შთაბეჭდილება მასსზე ბაქოში, როგორ მიიღეს აზერებმა, რა სათავგადასავლო ისტორიები გადახდა თავს და როგორ მოიყვანა ერთდროულად 3 ახლად გაცნობილი გოგო ცოლად და ყველაზე მთავარი კმაყოფილი იყო, თუ არა მოგზაურობით.
გიორგი (ფაშა): პირველ რიგში მოგესალმებით, ვნერვიულობ ეს ჩემი პირველი ჩაწერაა, მოკლედ მგზავრებმა, ვისთან ერთადაც მომიწია მოგზაურობა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, შემდეგ უკვე თვითონ ქალაქმა, ბაქოში ვნახე თვითონ ბაქო თავისი სიდიადით და ღირსშესანიშნაობებით, ძალიან მომეწონა, ბაქო მართლაც საოცარი ქალაქია. რაც შეეხება თავგადასავალს არ დაგიმალავთ და მართლაც მოვიყვანე სამი ცოლი (იცინის). ბაქოს კლუბში გადავწყვიტეთ წასვლა, შემდეგ ისე მოხდა, რომ დავრჩით მე და სამი ჩვენი ტურელი გოგო, პრინციპში მათ გამო დავრჩი კლუბში, აბა მარტო ხომ არ დავტოვებდი აზერ მამაკაცებთან. წარმოიდგინეთ და მთელი კლუბი ამათ ეპრანჭებოდა, ამიტომ მე როგორც ქართველმა მამაკაცმა გადავწყვიტე სამივე იქვე მომეყვანა ცოლად და ეს ყველას გავაგებინეთ. აი ასე ვიქეცი მომენტალურად ქართველ ფაშად (იცინის). იცით ჯერ არ მინანია, ძალიან დამჯერები გამოდგნენ და აწი ვნახოთ თბილისის ჰაერი როგორ მოუხდებათ (იცინის). სხვათაშორის კარგად მიგვიღეს აზერბაიჯანელებმა საკმაოდ თბილად. ვიტყვი, რომ ბაქო წყნარი ქალაქია და ეს არ უხდება ჩემი აზრით კარგი იქნებოდა მეტი აურზაური და ხალხმრავლობა ყოფილიყო. დასასრულს მადლობას მოგახსენებთ ინტერვიუსთვის და ვიმედოვნებ კიდევ მოგვიწევს ერთად მოგზაურობა და ახალი თავგადასავლები, ძალიან კმაყოფილი ვარ მაი ტურსით და რათქმაუნდა კვლავაც სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მის ტურებში.
ნინო არის ის რესპონდენტი, რომლის ინტერვიუმაც ჩვენი ჟურნალისტი დაატკბო. ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორია ბაქო კითხეთ ნინოს.
ნინო: ძალიან მომეწონა ქალაქში წესრიგი და სისუფთავე. მოსახლეობის დამოკიდებულება თავისი ქალაქის მიმართ. პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშია ჩემი აზრით. არსად მინახავს და არც გამიგია რომ მსგავსი მიწისქვეშა სადმე იყოს. მარმარილოში ჩასმული და მოჩუქურთმებული, თეატრში მეგონა თავი. ასევე საგულისხმოა მოქალაქეების ქცევა: როგორ უფრთხილდებიან და ინარჩუნებენ თავიანთ საგანძურს. ლამაზი არქიტექტურაა, ბუმბერაზი და დიადი,ზომიერად დატვირთული ჩუქურთმებით. არაგადატვირთული ქალაქის განაშენიანების ერთიანი რიტმი იგრძნობა სიმდიდრე და დიდი რესურსი, რომელიც ჩაიდო ამ ქალაქის აღდგენისას და მაინც მომეჩვენა, რომ ცოტა სიცარიელეა ქალაქში ხალხი დამაკლდა, თითქოს ტურისტი უფრო ხარობს ამ ყველაფრით, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლები. საღამოს კანტი – კუნტად თუ შეგვხვდებოდნენ ფეხით მოსიარულეები. მთელი იქ ყოფნის პერიოდში ვაკვირდებოდი საგზაო მოძრაობებსაც, ალბათ საცობი რა არის არც გაუგონიათ ბაქოელებს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებენ და ამიტომაც სიამოვნებით მოვისმენდი და გავიზიარებდი მათ გამოცდილებას ამ დარგში. იცით რა ემოცია წამოვიღე: “ბაქო ოქროსფერი ქალაქი”. ანუ ახლა გათხოვების დროა ხოო (იცინის). ჩემი საქმრო ჯერ კიდევ საზღვარზე მოვლანდე, უფრო სწორად თვითონ მოგვლანდა მე და ჩემი დაქალი, ყური მოჰკრა ჩვენს დიალოგს, როცა ვამბობდი “სვანობის საბუთი” მთავარია არ დამრჩათქო და რა საბუთიო, მეც სვანი ვარო, მეთქი აი სვანი რომ ხარ და არა სომეხი ამის დასამტკიცრბლად დაბადების მოწმობა უნდა წამოგეღო ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებულითქო. ძალიან კი ინერვიულა სომხობა არ დამაბრალონო, მაგრამ საზღვარი ყველამ მშვიდობიანად გადავლახეთ, ერთი მგზავრიც გვყავდა ჯგუფში კინაღამ ისიც სომხური ბეჭდების გამო დატოვეს საზღვარზე (იცინის). მერე უკვე ჩავსასტავდით და ბოლო საღამოს კლუბში, რომ წავედით გასართობად ცოლად იქ მოგვიყვანა სამივე გოგო ძალიან ბევრი თაყვანისმცემლისგან, რომ დავეცავით, წარმოგიდგენიათ არ გვაცეკვა არავისთან. ეს აზერი კაცები შურის თვალით უყურებდნენ. აი ასე შევრჩით სამი გოგო ცოლად. (იცინის) ძალიან კარგი გოგოები გავიცანით, დავუმეგობრდით ტურის ხელმძღვანელს გიორგის, დაუღალავ და მხიარულ ბიჭს, ალბათ არასდროს დამავიწყდება ალი შამსის გალერეა, თვით მხატვართან შეხვედრა და მის მიერ გადაღებული ჩვენი სურათები. სულ ფეხშიშველი დადის თურმე და ძალიან ცნობილია არა მარტო ბაქოში და გიჟდება ფიროსმანზე. მე მითხრა თუ თქვენი ფიროსმანივით დავრჩი ისტორიაში ეს ჩემი გადაღებული სურათი გაგამდიდრებსო. ჰოდა მეც მაგის იმედად ვარ ახლა (იცინის). კიდევ იმას დავამატებ, რომ იმის მიუხედავად რა საოცრებები დავათვალიერეთ, მაინც ყველაზე მეტად გული გამითბო ამ ხალხის სიყვარულმა ჩვენ მიმართ. როგორც კი იგებდნენ ქართველები ვიყავით, ჩვენივე ენაზე გვეფერებოდნენ და ზედ გვყვებოდნენ. თქვენთვის ასე იქნება, თქვენთვის უფასოა, თქვენ მობრძანდით… ძალიან გამიხარდა და კიდევ მინდა ბაქო. აუცილებლად წავიდოდი სხვა ტურებში მაი ტურსთან ერთად და ჩვენ ხელმძღვანელ გიორგის აღარ მოვშორდებით. მადლობას გიხდით, რომ მომეცით ჩემი შთაბეჭდილებების გამოხატვის საშუალება.
ანიტა: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ტურისთვის მე და ჩემი მეგობარი სხვაგვარი განწყობით ვემზადებოდით და დღეებს ვითვლიდით სანატრელ ტურამდე, სხვა გარემო, ახალი ადამიანების გაცნობის იმედი გვქონდა, რათა ყოფით ცხოვრებას გავთიშვოდით, თუნდაც რამოდენიმე დღით. აქედან გამომდინარე, რა მოლოდინიც მქონდა 100% გამართლდა, ახალი მეგობრებიც შევიძინე, საინტერესო ადგილებიც მოვინახულეთ და რაც მთავარია გართობაც მოვახერხეთ, რათქმაუნდა მუზეუმები კარგი იყო, მაგრამ ბოლო საღამო გამახსენდება მუდამ, არ მოველოდი, არ ვგეგმავდი და საოცარი პოზიტივით დავიმუხტე. ოტო ქლაბს ვურჩევდი აუცილებლად ყველა მოგზაურს, ნახონ ალიევის საოცარი მუზეუმი და უი მთავარი გამომრჩა (იცინის) ე.ი. ბოლო საღამოს აღმოვჩნდით ოტო კლუბში, ისე როგორ წამოვიდოდით ბაქოდან, რომ არ გვენახა ღამის ცხოვრება, აი აქ დაიწყო ბაქოს ტურის დამაგვირგვინებელი ეპიზოდი. შევიპყარით სამმა გოგომ ერთი ბიჭი და სანამ ქანცი არ გაგვწყდა ვიცეკვეთ და ვიმხიარულეთ, ეს ბიჭი კი თურმე იჯდა და იგერიებდა გარშემო მყოფ „აზერ“ მამრებს ყველასთვის ცოლები ვიყავით ამ ბიჭის და არავინ მოგვკარებია შიშით. ასე აღმოვაჩინე, რომ ჩემდაუნებურად ბაქოს ტურში გავთხოვდი (იცინის) ასევე მინდა ავღნიშნო ამ ტურის ორგანიზატორის დიდი წვლილი, რომ არა გიორგი, ეს ტური ალბათ ასეთი მხიარული, პოზიტიური და დადებითი არ გამოვიდოდა. მთელი ტურის განმავლობაში ხუმრობდა და კარგ ხასიათზე გვაყენებდა. შეიძლება ითქვას, თბილისში რომ ამოქოქა ძრავი, ტურის ბოლომდე არ გაჩერებულა (იცინის). ისე უკვე ვფიქრობთ სად წავიდეთ კიდევ ერთად, სხვასაც ვურჩევ ისარგებლონ My Tourss -ის მომსახურებით, რადგან ასეთი გიდები, როგორიცაა გიორგი იშვიათია. დაძაბული სიტუაციის განმუხტვის საოცარი ნიჭი აქვს. იუმორით შემოგიბრუნებს და გადაგატანინებს ყურადღებას სხვა რამეზე. დავამატებდი კიდევ ერთს, ძალიან მაგარი ხალხი გავიცანი, ისეთი შეგრძნბა მეუფლება თითქოს საუკუნეა ვიცნობ. რაც ამ ტურის მთავარი აღმოჩენა. ჩემთვის ადამიანური ურთიერთობები ყველაფერზე წინ დგას!!! მადლობას მოგახსენებთ და წარმატებებს გისურვებთ, დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი თქვენს მედიასთან ერთად.
ვიოლეთი: მოგესალმებით ყველას, ჩემი შეხედულებით ბაქო არის ძალიან თანამედროვედ გარდაქმნილი ქალაქი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს საკუთარი, ძველი ისტორია. ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა სისუფთავემ, თუმცა საკმაოდ ცარიელი ქალაქის შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება გათხოვებას, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოგზაურობისას მამაკაცების ნაკლებობა აღმოგვაჩნდა და შემდეგ უკვე ბედის ირონიით აღმოვაჩინეთ ერთი უმშვენიერესი ყმაწვილი, რომელმაც რამდენიმე ქალბატონის დაცვის როლი ითავა და გახდა კიდეც სამეთვალყურეო საბჭოს თავი. აი ასე ავღმოჩნდი ფაშას მესამე ცოლი. (იცინის). პირადად ჩემთვის ბაქო მეხსიერებაში დამრჩება იმით, რომ იქ წასვლის გადაწყვეტილებამ გამაცნო არაერთი მშვენიერი ბუნებისა და ხასიათის ადამიანი. ტურ კომპანიაზე კი ვიტყოდი, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი ამხელა ჯგუფის მობილიზებას და მმართვას. აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას სხვებთან და მეც ვისარგებლებ მომავალში მისი მომსახურებით, თუ კი ბაქოს ტურიდან ერთი ადამიანი მაინც მეყოლება გვერდში (იცინის). რას ვურჩევდი ბაქოს დათვალიერების მსურველებს და იმას, რომ სანამ გაემგზავრებიან 10 ტოპ ადგილი უნდა მოიძიონ და მოკლე ინფორმაციას გაეცნონ მათ შესახებ, რათა უკეთ შეიგრძნონ ის ადგილები და ქუჩები, სადაც ისეირნებენ, ან ჩემსავით მერე ცოდნით ტვინი გაუბურღონ მეგობრებსა და თავად ტურის გიდს (იცინის). ტურში შეძენილ მეგობრებთან არა მხოლოდ განვაგრძობ ურთიერთობას, არამედ სულ ერთად ვართ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. აი სულ ამის თქმა მინდოდა და გმადლობთ, რომ ამის საშუალება მომეცით.
ქეთი: ცოტათი ცარიელი ქალაქი დაგვხვდა ბაქო, ალბათ იმიტომ, რომ არა ტურისტულ სეზონზე მოგვიწია ჩასვლა და ქალაქის დათვალიერება. მაღალი შენობები, პრეზიდენტების დინასტია და სხვათაშორის ძალიან დიდ პატივს ცემენ. კიდევ ძალიან მომეწონა ალიევის თოჯინების მუზეუმი და ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი საჩუქრების კუთხე. მომეწონა ძველი ბაქო, მინიატურული წიგნები, სიყვარულის საათი, პატარა ვენეცია, ვისაც არ გაქვთ იტალიის მონახულების შესაძლებლობა შეგიძლიათ ვენეცია ნახოთ ბაქოში და გონდოლებით ისეირნოთ. დიდი ხალიჩის შენობა, ნამდვილად არის ბაქოში ადგილები, რომელიც უნდა ნახონ ტურისტებმა, მაგ: ბაქოს მთაწმინდა, ხედი, რომელიც თბილისის მთაწმინდას მოგვაგონებს, თუმცა მაინც თბილისი ჯობია, მუდმივი ალი, რომელიც მუდამ ჩაუქრობლად ანთია. ზღვის ხედი, ბულვარი, კაფეები და რომანტიკული გარემო. ქალწულის კოშკი და მისი ისტორია, ლურჯი ეკლესია, სადაც მოძღვარმა მთელი ჯგუფი დაგვლოცა, არ მინდა რამე გამომრჩეს, მითუმეტეს, რომ ეს ერთადერთი მართმადიდებლური ეკლესიაა ბაქოში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე განჯაში ნანახმა ტრიუმფალურმა თაღმა და იქაურმა სკვერმა. თითქოს უცბად პარიზში აღმოვჩნდი. ცუდია, რომ ღამით მოგვიწია განჯას დათვალიერება. მინდა ავღნიშნო პრეზიდენტის კანონი ტოტალიზატორებზე, ძალიან მოსაწონი და ჩვენთვისაც მისაბაძია. ვეთანხმები უნდა იყოს დასჯადი. გამოგიტყდებით და საკვებით დიდად ვერ აღვფრთოვანდი. არა არ შეშინდეთ მშიერი ნამდვილად არ დარჩებით (იცინის), გემრიელი იყო რაც მივირთვი ყველაფერი, ნაყინი, ჩაი, აირანი მომეწონა. რაც შეეხება მგზავრებს ნუ თუ არ ჩავთვლით ჯიუტ და ხმაურიან მასწავლებლებს, ნამდვილად კარგი კოლექტივი იყო. ტურისტებს ვურჩევდი აუცილებლად ნახონ ძველი ბაქოს დათვალიერებისას შამსი ალის ნამუშევრები. ჩვენი ტურის გიდი ცდილობდა ყველაფრის ნახვა მოგვესწრო, უნდოდა ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო და ნასიამოვნები დავბრუნებულიყავით ყველა, მოკლედ კმაყოფილი ვარ და კიდევ წავალ გიოს ტურში. წარმატებებს ვუსურვებ თქვენ მედიას.
ილონა: მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მინდა გითხრათ, რომ საოცრად ნასიამოვნები დავბრუნდი უკან. მადლობა ტურისტულ კომპანია მაი ტურს და მის ხელმძღვანელ გიორგის ასეთი საჩუქრისთვის, ყველას ვურჩევდი იმოგზაურონ ბაქოში მაი ტურსთან ერთად. ჩემი აზრით ბაქო გახლავთ ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი თავისი ისტორიით და ულამაზესი ხედებით. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ალიევის მუზეუმი და სიყვარულის საათი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედია პორტალ TVM NEWS, რომელმაც ჩვენთან ერთად იმოგზაურა და ჩვენი შთაბეჭდილებების აქ გამოხატვის საშუალება მოგვცა.

– გიორგი, როგორც ტურისტული კომპანია ,,My Tourss” დამფუძვნებელი, გაგვეცანით და მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ.
-გახლავართ გიორგი გიორგაშვილი ტურისტული კომპანია ,,My Tourss” დამფუძვნებელი. პრფესიით ფინანსისტი, ბუღალტერი. ჩვენი კომპანია უკვე ერთი წლისაა. ამ პერიოდის განმალობაში ათასობით ტურისტი გვყავს გაყვანილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ასევე შიდა, საქართველოს მასშტაბითაც გვაქვს ტურები. ვცდილობთ გავხადოთ ყველა ტური ლამაზი და განსხვავებული. დღეს მრავალი კომპანიაა ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ,,My Tourss” გამოირჩევა განსხვავებული ხედვითა და საუკეთესო, პოზიტიური და საკმაოდ დატვირთული პროგრამით.
– როგორც ვიცით თქვენ პირველი ხართ, ვინც ჯგუფურად აწარმოებს ტურებს საქართველოდან ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ათენი და სხვა.
-დიახ, ჩვენი კომპანია გახლავთ პირველი ჯგუფურ-კომბინირებული ტურისტული კომპანია საქართველოში, რომელიც არა მხოლოდ საქართვეოს ტურებსა და აზერბაიჯანის აქტუალურ ტურებს გთავაზობთ, არამედ გთავაზობთ გერმნანიის, უნგრეთის, დანიის, ჩეხეთის, იტალიის, საბერძენთის, ბულგარეთის, ავსტრისს, კვიპროსისა და თურქეთის ტურებს ჯგუფთან ერთად, პროფესიონალი გიდითა და სრული სამოგზაურო პაკეტით. ვცდილობთ ტურის ფასი იყოს მაქსიმალურად დაბალი, მაგალითისთვის ძველით ახალი წლისთვის ბუდაპეშტი ერთ მგზავრს დაუჯდა 360 ლარი, რაც მოიცავდა ორმხრივ ფრენებს, სასტუმროს ცენტრში, სამოგზაურო დაზღვევა და გიდი ქალაქის დასათვალიერებლად. ასევე კვიპროსი თებერვალში, რომელიც 240 ლარს შეადგედა ანალოგიური პაკეტით. (ფრენები, სასტუმრო ცენტრში 3 ღამე, საუზმე და გიდი). მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ გვაქვს დაბალი ფასები და მაღალი დონის მომსახურება.
– რა გეგმები გაქვთ მომავალში?..
ჩვენ დავიწყეთ უახლესი ტურების მომზადება, რომელიც 2019 წელს იქნება შეთავაზებული. ეს მიმართულებებია ესპანეთი, ლუქსენბურგი, პორტუგალია და მალტა. შეგახსენებთ ეს ქვეყნები იქნება ჯგუფურად, გიდით და გამყოლით საქართველოდანვე, ასევე უნდა ხასგასმით ითქვას, რომ ყველა ტური იქნება წარმოუდგენლად დაბალ ფასად. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი მომავალში არის ის, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ კანარის კუნძული და უკვე მომავალი წლის ბოლოსთვის დავიწყოთ აქტიურად მაროკოს ტურისთვის მზადება. კასაბლანკა, რაბათი და მარაქეში, ეს ის ქალაქებია, რომელიც ყველა ადამიანს აღაფრთოვანებს.
– საინტერესოა გიორგი ასეთი კონკურენციის პირობებში როგორ ინარჩუნებთ დაბალ ფასებს?..
მოგახსენებთ, ჩვენ პირველ რიგში ვეძებთ მაქსიმალურად იაფ თარიღს ფრენისთვის. მეორე ეტაპი ვარჩევთ ცენტრალურ ნაწილს დარჩენისათვის და ვიღებთ აპარტამენტს, რომელიც გახლავთ 4 კაციანი ნომრები. საიდანაც 2 ადამიანი საძინებელში და 2 ადამიანი მისაღებში თავსდება. ყველა ნომერს აქვს თავისი სამზარეულო და აბაზანა, რაც დამეთანხმებით ძალიან ამცირებს კვების ხარჯსაც, რადგან სამზარეულო დიდი შეღავათია ყველა ტურისტისთვის. გვყავს გამოცდილი გიდი, რომელიც მაქსიმალურ ენერგიას დებს თითოეული ტურისტის გახალისებასა და მათ მეხსიერებაში ამ დღების სამუდამოდ აღსაბეჭდად.
– როგორც ვიცით უამრავი ტური გაქვთ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული, რომელიმეს ხომ არ გამოარჩევდით განსაკუთრებულად, რომელიც დაგამახსოვრდათ?..
-მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ტური გვაქვს განხორციელებული ქვეყნის შიგით თუ მის ფარგლებს გარეთ, ყველა ერთნაირად ლამაზი და აღმაფრთოვანებელია. მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ბედი გვწყალობს, ყოველ ტურზე მგზავრების მხრივ, ყველა მართლაც კარგზე კარგები არიან, რასაც კომპანია იყენებს მათსავე გასახალისებლად, მათსავე მაქსიმალურად დასაღლელად და განსასაცვიფრებლად, რომელსაც იხსენებენ შემდეგ ძალიან დიდი სიყვარულით. ამ ეტაპზე კი ტურის გამოყოფა ცოტა ჭირს, რადგან როგორც ავღნიშნეთ მართლაც ერთმანეთზე ლამაზი ტურები გვქონდა. თუმცა მაინც ბერლინის ტური შეიძლება გამოიყოს.
– შეგიძლიათ გვითხრათ, თუ როგორ მიმდინარეობს ტურის პროცესი?..
-ჩვენი ძირითადი პრინციპები, რომელიც ტურს ქმნის განსაკუთრებულს არის შემდეგი: აკრძალულია ტურზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება, ან ტრანსპორტში აჰკოჰოლური სასმელის დალევა, ვიღებთ მკაცრ ზომებს რადგან ჩვენთვის მთავარია მომხმარებლის კომფორტი. მეორე ეტაპი ტური გახლავთ ჯგუფური, აქედან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის რომ მომხმარებლები ერთმანეთთან მაქსიმალურად დაახლოვდნენ. ვინც კი ოდესმე ყოფილა ამაში აუცილებლად დაგვეთანხმება. გამყოლი და გიდი ყველანაირად ცდილობს ტური გახადოს, რაც შეიძლება საინტერესო, შემეცნებითი და არაორდინალური. ტური მოიცავს მოლოცვას, ისტორიას, თანამედროვე ღირსესანიშნაობებს, ღამის ცხოვრებას, ცოტაც ბავშვობის გახსენებას და გართობას თავისი ექსტრიმით. ამ ყველაფერს თან ერთვის მთავარი რამ – კომფორტული ტრანსპორტი და სასტურო თავისი არაჩვეულებრივი სტაფით, სასტუმრო აღჭურვილია მაქსიმალური კომფორტით და მთლიანი ტური გამოდის მართლაც განსხვავებული, ასვევე განსხვავებული ფასითა და შთაბეჭდილებებით. მუდამ ვცდილობთ ტურის მაღალდონეზე ორგანიზებას, ყველა მგზავრის შეკრებას დროთა განმალობაში და მათ მჭიდრო კავშირს.
– როგორია თქვენი შეხედულებით იდეალური ტურისტი და რა მოეთხოვება მას?..
-ჩემთვის იდეალური ტურისტია, ჩემი 82 წლის ტურისტი, რომელიც მიწაზე დაწვა ჩემი თხოვნით სურათისთვის, რომელიც პანორამას მოიცავდა. ჩემთვის იდეალური ტურისტი გახლავთ უფროსი ქალბატონი, რომელიც ცხრა ჯვარზე მხრებზე დაყრდნობილი ავიყვანეთ, ქალი, რომელიც ბოლომდე გვენდობოდა და სწამდა იმ სიწმინდის, სადაც მიდიოდა. კიბოს დიაგნოზით დასმულს სწამდა ამ ჯვრის მადლის და დღეს ის განკურნებულია, თურქეთში ჩატარებული ანალიზების პასუხით. ვინც ოდესმე ყოფილხართ ცხრაჯვარზე რაჭაში დამეთანხმებით რა დიდებული და რაოდენ რთულია ხანში შესული ქალბატონისთვის იქ ასვლა. მოკლედ, რომ ვთქვა იდეალური ტურისტი არის ჩემთვის ის, ვინც პრობლემებს ტოვებს უკან, ვინც ბავშვთან ბავშვია, დიდთან დიდი. ის ვინც ბოლომდე მოგვყვება და ის ვინც ყველაზე მეტს გვთხოვს, ვისაც მეტი და მეტის ნახვა უნდა. ჩვენ კი სულ იდეალური ტურისტები გვყავდა, გვყავს და გვეყოლება უფლის წყალობით. ყველა სურათი კი ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ.
– როგორი იყო 2018 წელი თქვენი კომპანიისთვის?..
-ეს წელი იყო მართლაც იდეალური, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტულ ბაზარზე ახალი შესულები ვართ მაქსიმუმს მიაღწია ტურისტების აქტიურობამ, მათმა ნდობამ და ჩართულობამ. ჩვენ გავხდით სპონსორი რამდენიმე გრანდიოზული ღონისძიების. მათ შორის გამოსარჩევია ,,ბიზნეს ლედი 2018″ და ,,ტურიზმის განვითარების ცენტრი”, რომლის სპონსორი უკვე მეორედ გავხდით. ასევე რამდენიმე კაფე-ბარის გახსნის სპონსორი, სადაც ერთ – ერთი გამარჯვებული გახლდათ გია ჯაჯანიძე ,რომელმაც მოიგო ორ კაციანი საგზური ბაქოში 4 * სასტუმროში სრული პაკეტი. აღსანისნავია, რომ არაერთი ცნობილი სახე ყოფილა ჩვენი ტურით და ძალიან ბევრის სურვილია დაგეგმოს არაჩვეულებრივი შვებულების დღეები ჩვენთან ერთად.ზაფხულს კი გვქონდა გრანდიოზული კონცერტი ბაქოში, რომელიც წარმოგვიდგინა ,,მისტერ და მის გოლდენ ბრენდმა”ეს გახლდათ განსაცვიფრებელი მოდის ჩვენება, ბრწყინვალე მომღერლებთან ერთად. ჩვენი კომპანია მოექცა რამდენიმე ინტერნეტ ტელევიზიის ყურადღების ქვეშ და მათ შორის თქვენმა მედიამაც გაგვაშუქა.
– გიორგი მადლობას გიხდით საინტერესო და საკმაოდ ვრცელი პასუხებისთვის და ასევე დაუვიწყარი ბაქოს ტურისთვის, რომელითაც დაასაჩუქრე ჩვენი ინტერნეტ მედია, ამიტომ დასასრულს გკითხავ რას უსურვებდით ჩვენს მედია მომხმარებლებს?..
-ვუსურვებ ყველა თქვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს ბევრ მოგზაურობას, მსოფლიოს დალაშქვრას და რათქმაუნდა ბედნიერ, მშვიდ და ჯანმრთელ ცხოვრებას. მე მოვიყვან მსოფლიო მედიცინის დასკვნას მოგზაურობის შესახებ, რომ მოგზაურობა ეს ისა, რისი დავიწყებაც შეუძლებელია, ასაკისა თუ სხვა მიზეზის მიუხედავად. გისურვებთ და გირჩევთ აღმოაჩინოთ სრულიად საქართველო, ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, რომელიც ბოლომდე ყველასათვის ჯერ კიდევ შეუცნობელია. იმოგზაურეთ მაი ტურსთან ერთად და აღმოაჩინეთ სრულიად ახალი საქართველო და მსოფლიო. ჩვენი კომპანია მზადაა გემსახუროთ 24 საათის განმავლობაში.
დაგიკავშირდით და გაგვხადეთ თქვენი წარმატებული ტურის მეგზური.
საკობტაქტო ინფორმაცია: Facebook/ mytourss Facebook/ მაი ტურს TEL: 579 18 37 48 G-Mail: mytourss2017@gmail.com
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი