ძლიერი წვიმა თბილისში, დატბორილი ქუჩები (ფოტო–ვიდეო)

თბილისში ძლიერმა წვიმამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ქვაღორღი ჩამოიტანა გზის სავალ ნაწილზე. ამ წუთებში გზაზე წყლის ძლიერი ნაკადი მოედინება. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გლდანის ა მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. დაიტბორა მეტრო ახმეტელის შესასვლელიც. ამ ადგილზეც სპეციალისტები წყალს ტუმბავენ.

გამოძახებები მუხიანსა და დიღომში ფიქსირდება. ამ ეტაპზე ორი კორპუსის სარდაფიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითისამუშაოები.

„დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მზად არიან მოქალაქეებს გაუწიონ მათ კომპეტენციაში არსებული ყველა სახის დახმარება. სამაშველო სამსახური ამ ეტაპზე საგანგებო მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა“, – აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ვიდეო: “იმედი”