„მეგობრებო ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ! მოგეხსენებათ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მორატორიული მიწის გაყიდვის შესახებ და დღეიდან მორატორიუმი შეაჩერა.
– მინდა გითხრათ, რომ ნუ ნერვიულობთ რადგან 16 დეკემბრიდან ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია სადაც გარკვევით წერია “მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების და ყველა იმ სუბიექტის საკუთრება, რომელიც საქართველოს მოქალაქეა”.
– დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ფორმალური ნაბიჯი და მეტი არაფერი!
– უბრალოდ საზოგადოების ნაწილმა ეს ინფორმაცია არ იცის და ათასგვარ მითქმა მოთქმას ავრცელებს, ზოგი შეგნებულად ზოგიც კი უნებლიეთ!
პს იმედია, ხვდებით რატომ ვრცელდება შეგნებულად დეზინფორმაცია და რას ემსახურება!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.
alia.ge