მუსიკოსებმა სოფელ ატოცში აქცია „არა ოკუპაციას“ გამართეს

მუსიკოსებმა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქცია „არა ოკუპაციას“ გამართეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად აქცია იმ ადგილზე გაიმართა, სადაც რუსმა სამხედროებმა ერთი თვის წინ სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს.

მუსიკოსებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები მუსიკალური პერფორმანსით გააპროტესტეს. მუსიკოსებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

ავტორი – ნინო ფისაძე. 1tv.ge