ოკუპირებულ აფხაზეთში 800 სირიელი მიგრანტი შეიფარეს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
“700-800 ადამიანი მივიღეთ. პირველ ეტაპზე მათი კეთილმოწყობით ვიყავით დაკავებული, რათა მათ ჩვენს პირობებთან ადაპტირებისთვის შესაძლებლობები შეგვექმნა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
აღსანიშნავია, რომ 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
წყარო: იმედინიუსი