საქართველოში ლგბტ ადამიანების მხარდაჭერისთვისა და გაძლიერებისთვის 12 ადამიანს ჯილდო გადაეცა

7 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლგბტ ადამიანების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის დააჯილდოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, „თანასწორობის გალა“ არის მადლიერების აქტი იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე.

„აღნიშნული ღონისძიებით გვექნება მცდელობა, კიდევ უფრო გავამყაროთ კავშირი ლგბტქ თემსა და მხარდამჭერ ჯგუფებს შორის“.  .

ნომინაციაში პოლიტიკოსი ჯილდო თამარ კორძაიას გადაეცა

ნომინაცია ექიმი – გიორგი ჭეიშვილი და ნინო რუხაძე.

ნომინაცია ჟურნალისტი – ნათია ორველაშვილი.

ნომინაცია – ლაშა ცერცვაძე.

ნომინაცია მწერალი – დავით გაბუნია.

ნომინაცია აკადემიის წარმომადგენელი – გიორგი მაისურაძე.

ნომინაცია ბიზნესი – ბასიანი.

ნომინაცია სპორტსმენი – გურამ კაშია.

ნომინაცია პოლიციელი – ლალი ინასარიძე.

ნომინაცია შიდსის აქტივისტი – გიორგი სოსელია.

ნომინაცია სასულიერო პირი – რუსუდან გოცირიძეს.
cnobis furceli