სკანდალი პრემიერ მინისტრის ირგვლივ, რამაც მისი ჩანაცვლება გამოიწვია, ვინ შეცვლის მამუკა ბახტაძეს?

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.„ალიას“ ინფორმაციით, თანამდებობები შესაძლოა დატოვონ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დარეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაიაცქიტიშვილმა.
მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრებენ. გახარიას ადგილზე შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე ვიხილოთ.
მაია ცქიტიშვილს სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. დანელიაზე ასევე ამბობენ, რომ შეიძლება თავდაცვაში გაუშვან, მაგრამ უფრო ინფრასტრუქტურაზეა აქცენტი.
იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.
„ალიას“ ინფორმაციით ინაუგურაციის შემდეგ კახი კახიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე.
რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გახდებაცნობილი.

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა. საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი.
კურიერის მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძემ დედას უფლება მისცა, მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო. მოქალაქე იამზე კალანადაძისა და კიდევ ერთი პირისგან მანანა ნატიაშვილმა, ჯამში, 120 ათასი დოლარი სამი თვით ისესხა, თვეში სარგებელი თანხის 4% ანუ 4800 დოლარი უნდა გადაეხადა და ფული წლის ბოლოს უკან უნდა დაებრუნებინა.
ირკვევა, რომ პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მოქმედება მამუკა ბახტაძემ და დედას სასამართლოში უჩივლა.
ბახტაძე ასაბუთებდა, რომ დედამ, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობდა და რომელსაც მისცა უფლება, მისი სახელით ქონება იპოთეკაში ჩაედო, სესხი ისე აიღო, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.
პრემიერის ოჯახს არ სურს, სკანდალურ საქმეზე განმარტებები გააკეთოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ირკვევა, რომ 2013 წელის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ბახტაძე უკვე ოცნების გუნდის მაღალჩინოსანი იყო, სასამართლომ გააუქმა იძულებითი გამოსახლების და ვალის ხელშეკრულებები.
ვალი კერძო იპოტეკარებს არ დაუბრუნეს. ამიტომ იამზე კალანდაძემ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერის დედის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილია. სასამართლომ თქვა, რომ პრემიერმა დედას სესხის აღების უფლება მხოლოდ ბანკიდან მისცა და არა კერძო იპოთეკარისგან, ამიტომ იამზე კალანდაძეს და კიდევ ერთ მოქალაქეს ფული უკან არ დაუბრუნეს.
კალანდაძე ადასტურებს, რომ მამუკა ბახტაძის დედას თანხა ნამდვილად ასესხა და ბახტაძემ მას სასამართლოშიც უჩივლა. თუმცა, მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე თვით ადრე კალანდაძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ სადავო თანხას უბრუნებდნენ. ვალი ია კალანდაძემ 6 წლის შემდეგ იმ პირობით დაიბრუნა, რომ საქართველოს მთავრობაში დანიშნული მამუკა ბახტაძის სახელს აღარ ახსენებდა და აღარც სკანდალურ სასამართლო პროცესზე ისაუბრებდა, როდესაც საკუთარ დედას მოქმედმა პრემიერმა უჩივლა. ფული ია კალანდაძეს მამუკა ბახტაძის ძმამ მიუტანა და უთხრა, რომ ეს საკითხი სამუდამოდ დაევიწყებინა.

alia.ge