TVM NEWS-ის მედია ჯგუფი იუბილეს ულოცავს ყველასათვის საყვარელ და სათნო ქალბატონ: ასტრო-პარაფსიქოლოგ: ანნა ლენორმანს

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს ქალბატონ ანნა ლენორმანს იუბილეს და უსურვებს ხანგრძლივ სიცოცხლეს. ქალბატონი ანნა გახლავთ ყველა კეთილი ადამიანის გულშემატკივარი და მხარდამჭერი ყველა კეთილი საქმის, თუ წამოწყების. იგი ნამდვილად გახლავთ მსოფლიო ასტრო-პარაფსიქოლოგიის დედა და ყოველი გაჭირვებული და უსამართლობის მსხვერპლი ადამიანების მფარველი. პირადად ჩემთვის ქალბატონი ანნა არის დედობილი, რომელმაც სულ სხვა თვალით დამანახა და შემაყვარა ცხოვრება. უამრავი ადამიანი იცნობს ანნა ლენორმანს, თუმცა მათ ვინც ჯერ კიდევ არ იცნობთ მინდა გადმოგცეთ ჩემი შთაბეჭდილება, რომელიც ქალბატონი ანნა ლენორმანის მიმართ გაცნობის დღიდან გამიჩნდა. თვალსაჩინოებისთვის დაგიხატავთ იუბილარი ქალბატონის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, რომელიც რათქმაუნდა ჩემი თვალითაა დანახული. ქალი, რომელიც შინაგანად ასხივებს სიძლიერეს და სანდოობას, სისპეტაკეს და პოზიტივს, რომელიც უიმედო ადამიანს სიცოცლისკენ მოაბრუნებს და შეაყვარებს საკუთარ თავს, დააჯერებს საკუთარ შესაძლებლობებში და დაუბრუნებს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემას. რათქმაუნდა შემიძლია ვისაუბრო დაუსრულებლად ქალბატონ ანნაზე, რომელსაც მე სიკეთის და სამართლის დედოფალს ვუწოდებ, მან რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, მე არ გთხოვთ ბრმად დაჯერებას, რისიც სულ ცოტახნის წინ მეც არ მჯეროდა, თუმცა როდესაც გამოცდით ყველაფერს საკუთარ თავზე, ნამდვილად გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები. ასე, რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ანნა ლენორმანს იუბილეს და ულევ ბედნიერებას ვუსურვებ მის არაჩვეულებრივ მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად.