დროა, ჩამოვყალიბდეთ და გავარკვიოთ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავებას ეხმიანება:

„გასაგებია, რომ საქართველო და უკრაინა მოწონს ეს ვინმეს თუ არა-ერთიან ანტირუსულ ტრენდში არიან. ასეთია გეოპოლიტიკური როლი, რომელშიც ვართ. 
გაუგებარია,როგორ შეიძლება ხდებოდეს, რომ “მოკავშირე”უკრაინა  სბუ- ს კონტროლის ქვეშ მყოფ ბოევიკებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად აგზავნის ბატალიონ
“დონბასის” ხელმძღვანელის და რადას დეპუტატის  კურატორობით, რომელიც მიხეილ  სააკაშვილის თანმზრახველია. 
უხერხულობის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ხელისუფლება უეცრად ქართული ღირშესანიშნაობების ნახვის სურვილით შთაგონებულ  ტურისტ-ბოევიკებს უკან აგზავნიდა, სანამ სემენჩენკოს ჯგუფმა დღისით-მზისით და პირდაპირ უშოშროებოს ცხვირწინ არ დაიწყო იარაღის შესყიდვა.
ჩემი აზრით, დროა ჩამოვყალიბდეთ და გავარკვიოთ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია. 
ასეთი ” მოკავშირე” აღიარებულ მტერზე უარესი შეიძლება გამოდგეს“ – წერს სოსო მანჯავიძე.
alia.ge