პოლიტოლოგი გია ნოდია თელავში 16 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაზე არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს და კითხულობს, მაშინ როცა საგარეო საქმეთა მინისტრობისას ზურაბიშვილის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ის იყო, რომ „ელჩებს ოფიციალურ ცერემონიებზე ჩოხით გამოცხადება უბრძანა“, – „თვითონ რა უნდა ჩაიცვას ახლა?“„ერი მსუბუქად ნერვიულობს, რას ჩაიცვამს სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე. ამასთან დაკავშირებით მინდა ერს შევახსენო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ სალომეს ერთ-ერთი პირველი (თუ არა პირველი) ინიციატივა ის იყო, რომ ელჩებს ოფიციალურ ცერემონიებზე ჩოხით გამოცხადება უბრძანა. თუ აქედან ამოვალთ, თვითონ რა უნდა ჩაიცვას ახლა? მით უმეტეს, ერეკლეს სასახლეს რომ მოუხდეს?“, წერს გია ნოდია.
http://guardian.ge