ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„დაიწყო, გეორგიევსკის ახალი ტრაქტატის ამოქმედება დაიწყო…
რუსეთმა თავის მოქალაქეებს უკვე ახარა, რომ სულ მალე სატრანზიტოგზას გახსნის საქართველოსთან და
გამშვები პუნქტები ნაცვლად ფსოუსადა როკის გვირაბისა, როგორც ეს 2011 წელს დადებულიხელ
შეკრულებით იყო გათვალისწინებული, ზუგდიდში და გორშიიქნება საბაჟო პუნქტები, ზუგდიდში და
გორში ყოფილა საქართველო-რუსეთის საზღვარი, ზუგდიდში და გორში, ტვირთი შემოვა რუსეთის, დეფაქტო აფხაზეთისა და ოსეთის
ბეჭდებით და ჩვენ უნდა მივიღოთ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, ჩვენ უნდა ვცნოთ მათი სახელმწიფოებრივი
ბეჭდები და საბუთები კანონიერად.
ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ თავის მოსახლეობას ახარა, რომ სულმალე, ერგნეთის მოლაპარაკებები
განახლდება ქართულ მხარესთან, სადაც ბორდერიზაციის განახლებაზე, მავთულხლართების გაბმის
განახლებაზე იქნება საუბარი ….
საპასუხოდ ქართულმა მხარემ გვახარა დღეს, რომ ნელ-ნელა უნდა დავიხიოთ უკან და დავტოვოთ საოკუპაციოზოლი …
დაგირეკათ უკვე ლავროვმა?
ერთადერთ ადამიანებს, რომლებმაც უიარაღოდ, ტელეფონის კამერებით, მშვიდობიანად შესძლეს
მავთულხლართების გაბმის შეჩერება, უკან ახევინებენ, საოკუპაციო ხაზის დატოვებას სთხოვენ, იმ
ზოლისდატოვებას, სადაც წელიწადია დგანან და არც ერთი ექსესი, არც ერთი პროვოკაცია არ მომხდარა
მათი მხრიდან ამერთ წელიწადში…
ინაუგურაციასაც არ დაელოდნებ, ეჩქარება რუსს, მალე უნდა შემოღობვა, არ უნდა რუსს იქ ქართველების
ნახვა…
იცის რუსმა, არავის შეუძლია ქართველის დამარცხება ქართველის გარდა, ამიტომ დაავალა ქართულ
მთავრობას…
მაგრამ, რუსმა არ იცის, რომ ჩვენ ჩვენს ბოლო, ერთადერთ, მშვიდობიან, უიარაღო იარაღს, ინფორმაციულ
ომს არდავკარგავთ…
ინაუგურაციაზე თამარ მეფესა და ზურაბიშვილს შორის პარალელების გავლება არ დაგავიწყდეთ…
ინაუგურაციაზე არ დაგაგვიანდეთ…
ალიას დღევანდელ ნომერში ამ თემაზე მე და დავით ქაცარავა ვრცლად ვსაუბრობთ, მეუბნებოდა, რომ
მათ დაშლას, გაყვანას, ლიკვიდაციას შეეცდება რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით და მე
ვეკითხები: – ჩვენიმთავრობა მაგას გაბედავს?
გაბედეს…“ – წერს თამო კეშელავა.