ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი პურის ფასის 10-15 თეთრით გაზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„მწარე რეალობა არის შემდეგი:
პურის გაძვირება არის მხოლოდ დასაწყისი. განსაკუთრებით დეკემბერში.
– 11 თვეში ინფლაცია 1.9%-ია, ხოლო მთავრობამ ცოტა ხნის წინ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში დააანონსა 3%-იანი ინფლაცია. ანუ დეკემბერში მთავრობაც კი გვეუბნება, რომ ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს;
– არც მეთონეები და არც ფქვილის მწარმოებლები არ არიან დამნაშავეები.
ერთადერთი დამნაშავე არის საქართველოს მთავრობა, რადგან გადასახადების შემცირების ნაცვლად ზრდის მათ, ბიზნესისთვის საქმის გამარტივების ნაცვლად ართულებს დადაკავებულია სხვებზე გადაბრალებით.
ასევე, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ერ.ბანკმარაც შეიძლება მეტად უნდა დაიჭიროს ლარის მასა საბაზრო მოთხოვნის შესაბამის ნიშნულზე და დროა დავიწყოთ საუბარი ლარის გაუქმებაზე.
გინდათ გამოსავალი? დროა გაუქმდეს ლარი, როგორც ერთად ერთი ლეგალური გადახდის საშუალება და კარგ შემთხვევაში მოხდეს დოლარიზაცია/ევროიზაციადა ცუდ შემთხვევაში შეიქმნას სავალუტო საბჭო.
ეს სხვა თანაბარ პირობებში დაიჭერს ფასებს და იქონიებს სერიოზულ დადებით გავლენას ინვესტიციებსა და ხალხის კეთილდღეობაზე“ – წერს ზვიად ხორგუაშვილი.
alia.ge