„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შესაჩერებლად მძლავრი აქციების დაწყებას აანონსებს:
„სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ
არჩევნებში განცდილი ფიასკოს შემდეგ ვერაფერი ისწავლა,ხმების სამათხოვროდ მუხლებზე დაჩოქილმა ქართულმა ოცნებამ გაინაღდა რა გამარჯვება,კვლავ გააგრძელა ანტიქართული საქმიანობა !!! ხელისუფლება კვლავ სოროსის და სოროსელების გავლენის ქვეშაა და მათთან ერთად ჩადის მოღალატეობრივ აქტებს !!!ყოველივეს კულმინაცია გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება,რომ ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვა მოიხსნას.კიდევ კარგი რომ “ქართული მარშის” ინციატივით და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ახალ კონსტიტუციაშია ჩაწერილია რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია,თუმცა მოღალატეებს 6 დღე აქვთ,რომ ქართული მიწა გაყიდონ. ჩვენ ამ 6 დღის განმავლობაში ყველა მეთოდით დავიცავთ ჩვენი მამა-პაპის სისხლით შენარჩუნებულ მამულს გაყიდვისგან,მაგრამ მოღალატეობრივი აქტი მოღალატეობრივ აქტად რჩება,ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადააყენოს მოღალატე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია,რომლის სარჩელსაც მოჰყვა სასამრთლოს ეს გაუგონარი გადაწყვეტილება. აღარ ვაპირებთ ვუყუროთ ურეიტინგო ხელისუფლების კოჰაბიტირებულ პოლიტიკას სოროსელებთან და ნაცებთან,დადგა მოქმედებების დრო და აუცილებელია მძლავრი აქციების დაწყება ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შესაჩერებლად. შეიქმნება ეროვნული პოლიტიკური ცენტრი,რომელიც ხელისუფლებას აიძულებს შეწყვიტოს სოროსის დაკრულზე ცეკვა და დაანიშნინებს დემოკრატიულ-ვადამდელ არჩევნებს.სახელმწიფო კანცელარიასთან მალე კარვების ქალაქი გაჩნდება და იქიდან მივა ხალხის ხმა და მოთხოვნები ხელისუფლებამდე !!! ვაფრთხილებ ხელისუფლებას-პარიზი მონაგონი იქნება,ქართველი ერის ნება გადათელავს ყველა მოღალატეს !!! ქართულ მიწას ვერ გაყიდით-მშვიდობიანი აჯანყება იწყება !!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.
alia.ge