იშვიათ ხდება, როდესაც ადამიანი თავისი სამსახურით 100%-ით კმაყოფილია. უკმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული, პატარა ხელფასიდან დაწყებული კარიერული ზრდის არარსებობით დამთავრებული. ყველა სამსახურში არსებობს პრობლემა. ლოგიკური იქნება იპოვოთ მიმდინარე სიტუაციაში უპირატესობა იპოვოთ და სამუშაო შეიყვაროთ. ეს რამდენიმე ეტაპად შეიძლება განხორციელდეს.
პრობლემების ანალიზი
ჩამოყალიბდით კონკრეტულად რა გიქმნით დისკომფორტს. ეს შესაძლოა ხელფასი, არანორმალური სამუშაო დღე, დასვენების არარსებობა, არამეგობრული გუნდი და სულელი ბოსი იყოს. პირისპირ შეხედეთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზების ძებნა დაიწყეთ.
იპოვეთ უპირატესობა
იფიქრეთ რა პრივილეგია გაქვთ სამსახურში ყოფნით. ყურადღება ყველა დეტალს მიაქციეთ: უფასო ყავა, ოფისი მოსახერხებელ ადგილას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და ა.შ.
დაიწყეთ დილა პოზიტივით
დილა სამსახურის მიმართ სიძულვილით არ უნდა დაიწყოთ. დაიმახსოვრეთ უპირატესობები და საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგადაა და წადით სამსახურში კარგი განწყობით.
გაიღიმეთ
სცადეთ და სამსახურში ხშირად გაიღიმეთ, მაშინაც კი თუ ამაღლებულ განწყობაზე არ ხართ. ფსიქოლოგების აზრით. ღიმილი ადამიანზე დადებითად აისახება, რაც შემდეგ ჩვევაში გადაიზრდება. კონფლიქტების განეიტრალება და პრობლემების მიმართ უფრო მშვიდი მიდგომა გამოიმუშავეთ.
სამუშაო მთელი გულით შეასრულეთ
ისიამოვნეთ თქვენი სამუშაოთი. ენთუზიაზმი შეინარჩუნეთ და იყავით პოზიტიური. დადებით ადამიანებთან ურთიერთობა ყველას სურს. შენი დადებითი განწყობის წყალობით მუშაობის ეფექტურობა იზრდება და ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება.
შექმენით მყუდრო გარემო
მოაწყვეთ თქვენი სამუშაო გარემო. კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ოჯახის ფოტო დადეთ. დადეთ ყვავილი ან თქვენი შვილის რამე ნამუშევარი. სცადეთ, რომ სამსახურში ყოველთვის მოწესრიგებული მიხვიდეთ.
მოაწყეთ სამუშაო სივრცე მყუდროდ და დაკისრებულ მოვალეობას სიამოვნებით შეასრულებთ.
http://businesspost.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი