მსოფლიოში სურსათის ფასები მცირდება, რატომ ძვირდება საქართველოში იმავე ტიპის პროდუქტი

მსოფლიოში სურსათის ფასები მცირდება, თუმცა, საქართველოში, იმავე  ტიპის  პროდუქტები ძვირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიხედვით, ნოემბერში სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტზე ფასები (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) შემცირებულია. სწორედ ანალოგიურ პროდუქტებზე საქართველოში ფასებია გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობამუდმივად წუხს სურსათის გაზრდილფასებზე, საქსტატი ირწმუნება, რომფასები პროდუქტებზე უმნიშვნელოდარის შეცვლილი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,4პროცენტიანი მატება, რაც 0,41პროცენტული პუნქტით აისახაინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული(5,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი(3,3 პროცენტი), თევზეული (2,1პროცენტი), ასევე ხორცი და ხორცისპროდუქტები (1,8 პროცენტი). ამასთან,ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე(-8,3 პროცენტი); ავეჯი, საოჯახონივთები, სახლის მოვლა: ფასებიგაიზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად,ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,12პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებიმომატებულია ძირითადი ელექტრონულიან არაელექტრონული საოჯახომოწყობილობების ქვეჯგუფზე (3,8პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:ფასები გაიზარდა 4,6 პროცენტით, რაც 0,31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,5 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,5 პროცენტი), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

 

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლხინოს “ ერთ-ერთი  ხელმძღვანელი ანზორ ხინიკაძე  განმარტავს, რომ  მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ვერ იაფდება რძე და რძის პროდუქტები, ნედლი რძის დეფიციტია. კერძოდ, იმის გამო, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია, მოსახლეობა უპირატესობას იაფიან, რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტს ანიჭებს.იქიდან გამომდინარე, რომ ნედლი რძის თვითღირებულება მაღალია, მწარმოებელს აღარ უჩნდება  მისი წარმოების სურვილი და უპირატესობას  რძის ფხვნილისგან დამზადებულ პროდუქტებს ანიჭებს, რომელიც ბევრად ადვილად რეალიზდება.

 

ხინიკაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ფერმერული მეურნეობა არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ დაფუძნების შემდეგ ბაზარზე ოპერირება შეძლოს. „ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი კომპანია დაფუძნდა, მაგრამ აქედან 70%-ი რძის ფხვნილით მუშაობს. აქედან გამომდინარე,ნედლ რძეს თავისი ხიბლი მაინც დარჩა და შეიძლება ვთქვათ, რომ უკონკურენტოა.  

 

თუ რამე რეგულაცია არ დაწესდა აღდგენილი რძის (რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტი)  წარმოებასთან  მიმართებაში, მსგავსს პრობლემაში იქნება ნედლი რძე. მის მიღებას იმდენი შრომა და მარკეტინგული მიდგომები სჭირდება, რომ ერთეული მეწარმეები აწარმოებენ. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი, რადგან აღდგენილი რძის წარმოება იაფი ჯდება და გასაყიდი ფასიც იაფია. რომ იყოს რძის რესურსი დიდი, ისიც იაფი იქნებოდა.ეს მთლიანი ჯაჭვია“-აღნიშნავს ხინიკაძე.

 

მისივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან უნდა მოხდეს ნედლი რძის წარმოების წახალისება. სხვანაირად, პრობლემა ვერ მოგვარდება.

 

ხორცის მწარმოებელი კომპანია  შპს„ახალი ხორცის“   ხელმძღვანელი  კახა ქობალია აცხადებს, რომ მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოში ხორცის გაიაფება არ ხდება, მისი დეფიციტია. როგორც ქობალია აღნიშნავს, იმის გამო, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება მთავრობის მხრიდან არ არის საკმარისდ მხარდაჭერილი, ადგილობრივად წარმოება აღარ არის საინტერესო. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, იზრდება ფასიც.

ქობალიას განმარტებით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ფერმერებისთვის  შექმნის ისეთ პროგრამას, რომელიც   დაბალპროცენტიანი სესხების გაცემას გულისხმობს. „სხვა შემთხვევაში ვერც ეს ბიზნესი განვითარდება და ვერც ეკონომიკა.

ხორცის მწარმოებელი კომპანია შპს„უხვის“ ხელმძღვანელი ნოდარყაველაშვილი განმარტავს, რომ მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოში ხორცი არ იაფდება, ლარის კურსის გაუფასურებაა. განსაკუთრებით ეს ეხება იმპორტირებულ პროდუქციას. „შესაძლოა საერთაშორისო ბაზარზე  დაბალ ფასად იყიდონ ხორცი, თუმცა, აქ ტრანსპორტირების ხარჯი და ეროვნული ვალუტის ცვალებადობა, პროდუქტის საბოლოო ფასს მაღლა სწევს“-განმარტავს ყაველაშვილი.

 

როგორც ცნობილია, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – ნომებრის თვეშიც შემცირდა. ფასების შემცირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია სასურსათო პროდუქციის მდიდარი მარაგებით, მეორე მხრივ კი, პალმის და მცენარეული ზეთის ფასების მნიშვნელოვანი კლებით.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.

ბოლო თორმეტი წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს მცენარეული ზეთის ფასმაც. იგი ოქტომბერის თვესთან შედარებით 5.7%-ითაა შემცირებული. კლების მთავარ მიზეზეს სოიოსა და მზესუმზირის ზეთის მდიდარი მარაგები განაპირობებს.

შემცირებულია FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც, რომელიც ხორბალს, ბურღულეულსა და ბრინჯს მოიცავს. ფასების 1.1%-თ შემცირება, აღნიშნული კულტურების უხვი მარაგითა და ასევე, სიმინდსა და ბრინჯის ახალ მოსავალზე გაზრდილი კონკურენციითაა გამოწვეული.

 

უკვე მეექვსე თვეა უწყვეტად იკლებს FAO-ს რძის ფასის ინდექსიც, რომელიც ოქტომბრის თვის მერე 3.3%-თაა დაკლებული. ახალი ზელანდიიდან რძის და რძის პროდუქტების გაზრდილმა მიწოდებამ, ფასები შეამცირა: კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე.

ოდნავაა შემცირებული FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რომელშიც ერთადერთი გამონაკლისი საქონლის ხორცის გაზრდილი ფასია.

სასურსათო კალათის პროდუქციის კლებად ტრენდში ერთადერთ გამონაკლისს შაქრის ფასი წარმოადგენს, რომელიც 4.4%-ითაა გაზრდილი ოქტომბრის პერიოდთან შედარებით. შაქრის ფასის ზრდა ბრაზილიიდან პროდუქტის მიწოდების შემცირებით იყო გამოწვეული.

ავტორი: სოფო ქსოვრელი. comersant.ge