იუსტიციის სახლთან „ქართული მარშის“, „პატრიოტთა ალიანსის“  და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება.

იუსტიციის სახლთან „ქართული მარშის“, „პატრიოტთა ალიანსის“  და მათი მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ისინი საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისების შემზღუდველი მორატორიუმი გაუქმდა.

ისინი იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. გუშინ აქციის მონაწილეები უცხოეთის მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ და იუსტიციის სახლში არ უშვებდნენ.

ამჟამად იუსტიციის სახლთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 

შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ იუსტიციის სახლთან „ქართული მარშის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და მათი მხარდამჭერების აქციის მონაწილეების ნახევარი უკვე გამოკუთხულია, მეორე ნახევრის გამოკითხვა კი იგეგმება. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია „ქართული მარშის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია, „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და გურამ ფალავანდიშვილი დაიბარეს. 
liberali.ge