გაეროს მიგრაციული შეთანხმების ხელმოწერაზე უარს ლიტვა და ლატვიაც აცხადებენ

იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც გაეროს გლობალური მიგრაციული შეთანხმების ხელმოწერას არ აპირებენ, ლიტვა და ლატვიაც შეუერთდნენ.

მანამდე შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადეს აშშ-ის, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ბულგარეთის, ისრაელის და ესტონეთის მთავრობებმა.

გაერო-ს გლობალური მიგრაციული შეთანხმება, რომლის ხელმოწერაც დეკემბერში მაროკოში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხდება, მიგრაციის და ლტოლვილთა ნაკადის ერთობლივ საერთაშორისო მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა უფლებებს განსაზღვრავს.

ევროპის ქვეყნების ნაციონალ-კონსერვატიული პოზიციის პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს მასიური მიგრაციის პროცესს.

წყარო: https://voiceofeurope.com