მედოევი – სამხრეთ ოსეთი არასოდეს გახდება საქართველოს ნაწილი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი გამორიცხავს, რომ სამხრეთ ოსეთი ოდესმე გახდეს საქართველოს ნაწილი.

“საქართველოს ზოგიერთი ხელმძღვანელისგან სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგალითად, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი მუდამ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენთან სურს ცხოვრება, თუმცა მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანას ნატო-სკენ ექაჩებიან. ჩვენ კარგად გვესმის თუ რისთვის კეთდება ეს“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს მილიტარიზაციის ფონზე განცხადებები ოსებთან ძმობაზე არადამაჯერებელია.

“ამგვარი განცხადებები რაც თბილისიდან გვესმის არ გვიკვირს. ძალთა განლაგება ამ ქვეყნის შიდა სტაბილურობის სასარგებლოდ არ საუბრობს, საზოგადოებაში დიდი განხეთქილებაა“, – დასძინა მან.
2020nevs.ge