ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებას აპროტესტებენ

ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უცხოელებისთვის მიწების გასხვისება უნდა აიკრძალოს და საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმოს.

პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერებმა რამდენიმე წუთით გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაციის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 16 დეკემბრამდე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ და დაარეგისტრირონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 

Read more at https://www.primetime.ge/news/1544535462-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C?fbclid=IwAR1PveYOrbbw6Qqg8egl6VzqroEvN1rZzWhoLu9tVHMqyEZHNhbH2TQsjo0#1GiAkSZHg6Qv2cij.99