TVM NEWS ყოველთვის ობიექტურად და მიუკერძოვებლად აშუქებს ქვეყანაში არსებულ მიმდინარე მოვლენებს, ყოველთვის ღიად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას და ოპოზიციასაც, ვგმობთ იმას რაც დასაგმობია, ვეწინააღმდეგებით და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ის, რაც გუშინდელი დღიდან კეთდება და საწყალი მოსახლეობა თავისუფლდება ვალებისგან და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მთელი ჩვენი მედია ჯგუფი მივესალმებით და მადლობას ვუხდით ქართუ ფონდს.
ჩვენ ერთ-ერთ თანამშრომელს დღეს გაუნულეს უდიდესი ვალი, რომელსაც იგი ალბათ ვერასდროს გადაიხდიდა. ამიტომ მოდით ის რაც ხალხის სასიკეთოდ კეთდება არ შევეწინააღმდეგოთ და პირიქით მივესალმოთ ხელისუფლების კეთილ ნაბიჯებს. ვისწავლოთ კეთილი საქმის დაფასება და მადლიერების გამოხატვა, თუნდაც ეს უკავშირდებოდეს მთავრობას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მცდარ ნაბიჯებსაც მოვუწონებთ. ჩვენ გვინდა ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობა.