“დღეს საკუთარ პარტიას გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მოევლინა”

“ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრაზე სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. საკუთარ პარტიას გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მოევლინა”, – ამის შესახებ ,,ტვ პირველის” ეთერშია თოქ-შოუ ,,რეაქციაში” ინგა გრიგოლიამ განაცხადა.

როგორც გრიგოლიამ განმარტა, მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა მკვეთრად დააფიქსირა, რომ იგი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებდა. ინგა გრიგოლიამ შეაფასა უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან ინტერვიუ და თავისი მოსაზრება ეთერში გააჟღერა.

“ჩვენი ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრაზე სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო. საკუთარ პარტიას გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი მოევლინა. ასევე ძალიან მძიმე საუბარი იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან. მკვეთრად დააფიქსირა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ იგი არაპირებდა გადადგომას. დღევანდელი ამბავი კი, რომ მთელი ქართული მედია ,,ოცნების” ოფისთან იყო წარმოდგენილი იმას ნიშნავდა, რომ ყველა ველოდებოდით საკადრო ცვლილებებს, თუმცა ამ წუთას გამარჯვებული გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა, თუმცა ძალიან დიდი აქცენტები გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ეკონიმკურ პრობლემებზე და როგორც ჩანს, განცხადება კვირიკაშვილის წასვლის შესახებ იქნება ეკონომიკური პრობლემების თემაზე და არა იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც პარლამენტის წინ იმართებოდა”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღეს, “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებები განიხილებოდა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე იყო განხილული UNICEF-ის კვლევის შედეგები, რომელშიც ასახული იყო, რომ სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა.

2020news.ge