ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელ კახა ბექაურის შესახებ საუბრობს
“უკვე დავიღალე კახა ბექაურის კრეტინობებზე დეტალურად წერით. დღეს კიდევ ისეთი ამბავი ქნა თავი სრულ აბსურდში მგონია. მოყოლაც რომ გეზარება ისეთი სიგიჟეა. გასულია ტიპი სადღაც ასტრალში. მოკლედ, თუ ვინმე ხართ ცოტა ჭკუა რომ მოგეკითხებათ ქოცებში გააკავეთ ეს კაცი, მიხედეთ და გაიყვანეთ მაქედან თორემ ისეთი საერთაშორისო დასკვნები დაგედებათ ამ წელს მედიასთან დაკავშირებით და ისე დაგემხობათ თავზე ბელორუსი და აზერბაიჯანი მოგენატრებათ. მერე იძახეთ რამდენიც გინდათ ეგენი ყველა ნაცები არიანო.
ადმინისტრაციული ოქმი შეგვიდგინა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით რატომ არ ჩაატარეთო. მანამდე გავუგზავნეთ წერილი და ავუხსენით, რომ კანდიდატების დებატები საერთოდ არ გვქონია. ცალ–ცალკე ყველა კანდიდატი მოვიწვიეთ და ვინც დაგვთანხმდა ყველა გვყავდა ეთერში. ეს მაინც მერჩის ყველა კვალიფიციური სუბიექტი რატომ არ მოიწვიეო. კრეტინია ეს კაცი და რა გავაკეთო. ისეთ პრეცედენტებს ქმნის უკვე აი არ ვიცი სადამდე მივა.”– წერს ჯანგირაშვილი.
multimedia.ge