მოზარდების მკვლელობა – შოთაძისა და სუბელიანის საგამოძიებო კომისიაში დაბარების დრო დღეს გახდება ცნობილი

დღეს უნდა გახდეს ცნობილი კონკრეტული თარიღი – როდის მოხდება მირზა სუბელიანისა და ირაკლი შოთაძის გამოკითხვა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას მართავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ დაკავებულ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანთან გასაუბრება ციხეში მოხდება, რაც შეეხება ყოფილ მთავარ პროკურორს – მას პარლამენტში დაიბარებენ.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა კომისიამ მოლოდინები გაამართლოს და რეალური შედეგი დადოს.