საქართველო შეუერთდა გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს, რომლის ხელმოწერაზეც უარი განაცხადეს აშშ-ის, უნგრეთის, იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ისრაელის და კიდევ ოცამდე ქვეყნის მთავრობებმა

საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გაეროს გლობალურ მიგრაციულ პაქტს, რომლის ხელმოწერაზეც უარი განაცხადეს აშშ-ის, უნგრეთის, იტალიის, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ისრაელის და კიდევ ოცამდე ქვეყნის მთავრობებმა.

პაქტი გუშინ მაროკოში გამართულ გაეროს კონფერენციაზე დაამტკიცეს.

34-გვერდიანი შეთანხმება მიგრაციისადმი ერთობლივ მიდგომას ადგენს და ლტოლვილთა ნაკადის მართვისა და მათი უფლებების განსასაზღვრად 23 პუნქტს მოიცავს.

დასავლეთში ნაციონალ-კონსერვატიული პოზიციის პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პაქტი მიგრაციის პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს და ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მის ხელმოწერას მოღალატეობრივ ნაბიჯად აფასებს.
alt.info