“ასეთი გაბრაზებული ივანიშვილი მე ჯერ არ მინახავს”- ზაქარია ქუცნაშვილი

გუშინდელი “ქართული ოცნების” შეკრების შემდეგ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაქარია ქუცნაშილმა tv პირველის ეთერში ისაურა და განცხადა, რომ სამი საათის განმავლობაში გუნდს შორის მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა

“მთელი სამი საათი მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ თუ რამდენად შეგვეძლო ამ პრობლების აცილება. ამ თემასთან დაკავშირბით აზრები ორად გაიყო. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო ამის აცილება,  ხოლო მეორე ნაწილში მიაჩნიათ, რომ შეიძლებოდა ამ შედეგების შერბილება.

თუ გიორგი კვირიკაშვილმა  არ აღიარა შედეგებში მისი წვლილი, მაშინ გადადგომა მოსალოდნელი არ არის, თუ პრემიერი აიღებს შედეგებზე პასუხისმგებლობას მაშინ გადადგომა მოსალოდნელია. თამამად შემიძლია ვთქვა რომ მე ესეთი გაბრაზებული ბიძნა ივანიშვილი, ჯერ არ მინახავს. შესაბამისად მწვავე დისკუსია მიდიოდა თემის გარშემო. დანარჩენს ვის როგორი პოზიცია ეკავა კითხეთ თითოეულ დეპუტატს” – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 ივნისს  “ქართული ოცნების” ოფისში დაახლოებით, 3 საათის შემდეგ, უმრავლეობის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძმე განუცხადა, საუბარი არ ყოფილა სამთავრობო ცვლილებებზე.

მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობდა გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ.

“ჩვენ ვიმსჯელეთ გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგებზე. ამასთან დაკავშირებით იყო განხილული მთელი რიგი საკითხები. ჩვენი თანამოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი დგას იმ პრობლემების წინაშე, რაშიც მთავრობის მოქმედების გეგმა საჭიროა, ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხელისუფლებისგან.

უმრავლეობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, რაც ქვეყანაში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითს, არ ყოფილა დღის წესრიგში განხილვის საგანი. შესაძლოა, ზოგიერთ დეპუტატს აქვს მოსაზრება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ამ საკითზე განხილვა არ ყოფილა”- აღნიშნა თალაკვაძემ.
metronome.ge