სიგარეტი ძვირდება

„ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პირველი იანვრიდან უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკის ღირებულება ძვირდება. მართლია, ეს გადაწყვეტილება ჯერ გასაიდუმლოებულია და ხელისუფელბას აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს, მაგრამ უფილტრო სიგარეტის მწარმოებლები პირად საუბრებშ აღნიშნავენ, რომ უფილტრო სიგარეტის გასაყიდი ფასი, მინიმუმ, 4 ლარს გაუტოლდება, რადგან უფილტრო სიგარეტის აქციზის ღირებულება ფილტრიანი სიგარეტის აქციზამდე იზრდება.

უფილტრო სიგარეტის გაძვირება, პურის გაძირების შემდეგ, პირდაპირ ღარიბ და საშუალო ფენას დაარტყამს. ასევე, როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, უფილტრო სიგარეტის აქციზის გაზრდა კონტრაბანდის ალბათობასაც გაზრდის. იმ ფონზე კი, როცა ხელისუფლება მაგალითად, სამარშრუტო მიკროავტობუსებში კონდენციონერების ჩრთვას ვერ აკონტროლებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ კონტრაბანდა გააკონტროლოს.

უფილტრო სიგარეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეროვნული მწარმოებელი „ომეგა ჯგუფი“ გახლდათ, მაგრამ ბოლო დროს „ომეგას“ გარშემო განვითრებული მოვლენების შედეგად, „ომეგას“ სიგარეტის ფაბრიკა ისევ დახურულია – ქარხანას აქციზურ მარკებს ისევ არ აძლევენ. აქციზური მარკების საფასურის გაზრდა კი სხვა მწარმოებლებსაც სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს და უამრავი ადამიანი სასმახურის გარეშე დარჩება. – ამბობს „ნიუპოსტის“ კონფიდენციალური წყარო.