ძვირდება თუ არა მგზავრობის ფასი? – კომპანიის განცხადება

ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ღირებულება ძვირდება, ამასთან დაკავშირებით  კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრობის ტარიფის ცვლილება ან მომატება არ განიხილება. უმორჩილესად ვთხოვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რითაც შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებელი და ზიანი ადგება კერძო კომპანიას, რამაც შესაძლებელია ზოგადად ბიზნესგარემო დააზიანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.