მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის თელავში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლის საკითხს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თელავში დაგეგმილ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასვლის საკითხს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და ამბობს, რომ „სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან“, ხოლო მას „განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის“.

 

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლას სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ასე რომ, იმ უპრეცედენტოდ დაბალი დონის წარმომადგენლობის ფონზე, რაც „ინაუგურაციაზე“ ჩამოდის, მისი გამოჩენა ზუსტად აჩვენებს, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოში და ვის დაკრულზე ცდილობენ აცეკვონ ქართველი ერი“, აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
Guardian.ge