გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა პრემიერ მინისტრად თავად ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დასტურდება ოფიციალური წყაროთი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ბიძინა ივანიშვილს გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ საკუთარი გუნდის ნდობა ნელ-ნელა უქრება და ამიტომაც ყველაზე სანდო მისთვის ახლა საკუთარი პერსონა ყველა კანდიდატზე მეტად მისაღებია. თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ვინ უხელმძღვანელებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი