ფრაქცია “პატრიოტები”-ს წევრ ადა მარშანიას განცხადებით ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების კუთხით წლების განმავლობაში არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა, რამაც ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. მისი თქმით, ევროპელი ლიდერების და დასავლელტი პარტნიორების მუდმივი შეშფოთება გაყინულ კონფლიქტს ვერ მოაგვარებს და საჭიროა რუსეთთან პირდაპირი საუბარი.
“შფოთვა, ღელვა, გაბრაზება და იმის თქმა, რომ ჩვენ მხარეს არიან და მხარს უჭერენ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას, მე ეს მესმის 25 წელია. ხომ ვხედავთ რომ არ არის საკმარისი ამ ჩვენი ძვირფასი დასავლეთის მხარდაჭერა. ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, რომ დიდი მადლობა მათ ყველაფრისთვის, განცხადებებისთვის, აღშფოთებისთვის.
აფხაზეთში დაბრუნების რწმენა ჩვენში უნდა იყოს და ეს რწმენა უნდა დაანახო კრემლს, როდესაც ჩადიხარ მოსკოვში, რომ მიგდებული არ გაქვს შენი მიწა-წყალი და ხელი არ გაქვს ჩაქნეული ბრძოლაზე, არ ტირი რომ ეს რთულია, არ სჩივი, რომ რუსეთი მაინც მოგატყუებს. ტერიტორიების დაბრუნების კუთხით ამას ჩვენ გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს”– განაცხადა ადა მარშანიამ “პალიტრანიუსი”-ს ეთერში.
Marchalpres.ge