მწერალი და პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი) რომელმაც მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა და მისი მხარდამჭერები დაწყევლა, ინაუგურაციაზე მიწვეულთა სიაშია.
ლექსი-წყევლა „მოღალატე“ არჩევნების წინ გავრცელდა და სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო.
ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა,
ვინაც სალომეს ხმა მისცას,
გაუბედურდეს ცხოვრებით,
მისი სახლ–კარი დაიქცას!
სიცოცხლე აღარ ეღირსოს,
ოდენ სიკვდილზე აიცრას,
ცრემლად მოექცეს ყოველი,
თუკი ფიქრობდეს რაც–რას!
მისი ჯიშ–გასაგისობა
უფალმა აღარ დაიცვას,
გაწყდეს, გათავდეს შვილ–ძირით,
გეენის ცეცხლში დაიწვას!
წყევლა, კრულვა და გინება
იმ წელს, იმ დღესა და იმ წამს,
როცა ის დედას გაუჩნდა,
მისი აკვანი დაირწა!
შენა ხარ, ზურაბიშვილო,
ღალატად ითქმის რაიცა,
სამშობლოს გამამტყუვნარო,
სუნთქვაც ჩაგიწყდეს, ხმაიცა!
რუსის წისქვილზე წყლის მსმხელო,
პუტინის ხასაც, ყმაიცა
ერთად ხარ, კრემლის ერთგულო,
ის დროა, აქით გაიქცა.
ეხლა რო ხელისუფლება
ხელისუფლობდეს მაინცა,
ანდა ერი რო ერობდეს,
ცოტა გვწყალობდეს ცაიცა.
შენნაირ მოღალატისთვის
ციხეა ძმაიც, დაიცა,
ხაროში უნდა გგმანავდნენ,
წამებაში რო გაიცრა.
კრულ იყოს მისი სახელი,
ვინაც ღალატზე წაისწვრა,
გამყიდველს საქართველოსას
სიკვდილთან ჰქონდეს ჟამის წვნა!
მიხეილ ღანიშაშვილი. alia.ge
ეს ის კაცია, რომელმაც თქვა ჯარისკაცის მამას არ უყუროთო შხამიაო. blogeri: giorgi frangishvili