პრემიერის გადადგომის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.თეა წულუკიანი ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იქნება ახალი პრემიერი და არც შესაძლო კანდიდატებზე საუბრობს.
რაც შეეხება მის ადგილს მინისტრთა ახალ კაბინეტში, თეა წულუკიანის თქმით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა აცხადებს, რომ ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.
ავტორი: გურიის მოამბე