ქრისტინე კაპანაძე და სხვა ვარსკვლავები გადაცემა სხვა რაკურსში ბოლივუდურ ცეცხლს გვპირდებიან

სულ ცოტა ხნის წინ პროექტ „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტი 13 წლის ქრისტინე კაპანაძე დაჯილდოვდა ყველაზე პატარა ბიზნეს ლედის ტიტულით, მომავალ კვირას იგი ჯაჯანიძის სხვა რაკურსში წარსდგება ინდური ცეკვით და ბოლივუდურ ცეცხლს დაანთებს იმედის ეთერში სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად, ხოლო 11 იანვარს სასტუმრო ბილტმორში მსოფლიო პროექტ „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის“ ფარგლებში, სადაც 50 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას პატარა ქრისტინე მიიღებს ტალანტ შოუში მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ პროექტის ოფიციალური მასპინძელი საქართველოში სამოდელო სააგენტო კატრინია.

TVM NEWS – ის მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პატარა ნიჭიერ გოგონას და მის მიღწევებს მომავალშიც შეგატყობინებთ.