“ივანიშვილი ცდილობს გამოძვრეს უმძიმესი კრიზისიდან..თავის გადასარჩენად ჭრის თავს ყველას და ყველაფერს”

ნიკა გვარამია კვირიკაშვილის გადადგომას ასე ეხმაურება:

“ძაან შტერული ნარატივია, ჭკვიანმა ივანიშვილმა “დაპლანა” და მოიშორა არასასურველი კვირიკა.
ძვირფასებო, მაგას ივანიშვილი იზამდა “დაპლანვის” გარეშე, თითის ერთი დაწკაპუნებით ნებისმიერ დროს. ნებისმიერ, მაგრამ არა ახლა. ამ უმძიმესი კრიზისის დროს და წინასაარჩევნოდ ეს იყო სისუსტის უსერიოზულესი დემონსტრირება და მძიმე ეროზიის დასაწყისი. თან შოთაძის გაშვების ფონზე, რომლის გაშვებაც ასევე სახელისუფლებო ვერტიკალის რღვევის და შიშის ნიშანი იყო, და არა ხალხის მოთხოვნის ადეკვატური ქმედება.

მოხდა შემდეგი: ივანიშვილი ცდილობს გამოძვრეს უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც შექმნეს მისმა “ლიჩნიკებმა” შოთაძემ, წულუკიანმა და გახარიამ. ამ მიზნით და თავის გადასარჩენად ჭრის თავს ყველას და ყველაფერს, მათ შორის, ამ ვითარებასთან კავშირში არ მყოფ კვირიკაშვილს (ამიტომაცაა ახლა ოცნების ნარატივი უნისეფი და “ხალხს შია”). ამას დაემატა შარდის სკანდალი და მისი გადაფარვის საჭიროება. ხოდა მოხდა ის, რაც მოხდა. ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, ნულოვანი ცნობადობის სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს, ან ვინმე კიდე უარესს” -წერს გვარამია.

ავტორი: გურიის მოამბე