საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე და დაადასტურეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი რეგიონული პროექტების განხორციელებაში.
მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორია არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
Guardian.ge