ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს შინაგან საქმეში სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს, უწყებაში მისვლას გეგმავს. მანამდე ის სასამართლოში მივიდა, სადაც განცხადება დაწერა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გადაცემა მოითხოვა.
“მე არ მითხოვია კვირიკაშვილის გადადგომა. ის იყო ერთადერთი, ვინც პირობა მომცა, რომ საქმის გამოძიებას თვალყურს მიადევნებდა. ის აღარ არის და ვის მოვთხოვო პასუხი. ეს არის საქმის გაჭიანურება. როგორც კი ახალი პრემიერი დაინიშნება მოვითხოვ მასთან შეხვედრას,”- ამბობს ზაზა სარალიძემ.
სარალიძის თქმით, მთავრობის დათხოვნა მისი შვილის მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ნიშნავს.
„ჩემი გადასახედიდან შსს მცდარი გზით მიდის, მაგრამ თავიანთი გადასახედიდან შეიძლება, სწორ გზაზე ადგანან. დღესდღეობით მთავრობის დათხოვნა ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმის გადაფარვას ნიშნავს”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
დღეს ზაზა სარალიძე შსს-ში ისევ დაიბარეს.
http://accent.com.ge