ინაუგურაცია სტუმრები გუგული მაღრაძე, ადა მარშანია, ეკა ბესელია… მეორე მხარეს ნაცემი ხალხი

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია დღეს  თელავში ერეკლე ბატონის სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი უკვე ოფიციალურად გახდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოს ისტორიაში. ქვეყნის გაერთიანება, პოლარიზებული საზოგადოების დამშვიდება და ევროპაში ადგილის დამკვიდრება – როგორც ზურაბიშვილი ამბობს,  ეს მისი პრეზიდენტობის უმთავრესი მიზანია.
საზეიმო ღონისძიებების პარალელურად,  მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება თელავის მისადგომებთან.
დღეს დილიდან თელავში წასვლას და იქ დიდი მიტინგის გამართვას აპირებდა გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით.
თუმცა, პოლიციამ ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაუკეტა და პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცა.

ფოტოები www.netgazeti.ge