რუსეთის არმიის სამხრეთ ოლქის სამხედრო ბაზის შემადგენლობამ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედროებთან ერთად კომპლექსური ტაქტიკური წვრთნები გამართეს. ცაბალისა და ნაღვალოუს პოლიგონებზე, მთიანი და ტყიანი რელიეფის პირობებში სამხედროებმა თავდაცვითი და თავდასხმითი სიტუაციები გამოსცადეს. წვრთნებში მონაწილეობა ათასამდე სამხედრომ მიიღო, გამოყენებული იქნა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები, ჯავშან და საბრძოლო მძიმე ტექნიკა.
pirveliradio.ge. infonavs.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი