შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში”

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში,“- ეს განცხადება, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა და კახეთში, გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

„აშშ-სთვის სასიამოვნო და საპატიო იყო ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობა. ჩვენ მივულოცეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაცია და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის. რაც შეეხება გუშინდელ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი შეკრების უფლებას. მხარს ვუჭერთ, რომ ამ უფლებით მშვიდობიანი გზით ისარგებლონ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ და რასაც ეს კადრები ეუბნებოდა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, საქართველო ახლა წინ უნდა წავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ქვეყანა და მისი მომავალი,“- განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა.
infonevs.ge