საქართველო და ნატო ცხირს ვერ შეყოფენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”-ლავროვი

“რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე აგრესიას”- ამის შესახებ ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ რადიოსადგურ Комсомольская Правдас-ს ეთერში საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. “დარწმუნებული ვარ, ისინი ცხვირს ვერ შეყოფენ, მათ ესმით, რომ ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მოკავშირული ურთიერთობები გვაქვს.ჩვენ უფლებას არ მივცემთ აგრესორებს, თავს დაესხნენ ჩვენს მოკავშირეებს.”-განაცხადა ლავროვმა.
cyc.ge