საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ახალი კონსტიტუციის თანახმად ქორწინება განისაზღვრა, როგორც “როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით”.
25Shares
როგორც “საქართველოს დემოკრატიის ინსტიტუტის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე “აიპრესთან” ამბობს, კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერი, ერთი და იმავე სქესის პირებთან მიმართებაში პროგრესული ნაბიჯი ნამდვილად არ არის.
მისი თქმით, ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროში ერთი და იმავ სქესის პირებს უქმნიან საკანონმდებლო ჩარჩოს თანაცხოვრებისთვის, რომელიც გულისხმობს ასევე იმ უფლებებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთთან მიმართებაში გააჩნიათ.
“თუ კი ვსაუბროთ იმაზე, ეს იყო თუ არა პროგრესული ნაბიჯი კონსტიტუციაში, შემიძლია გითხრათ, რომ არ იყო. ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროში აღიარებენ არსებულ რეალობას და ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს უქმნიან საკანონმდებლო ჩარჩოს თანაცხოვრებისთვის. ჩვენ სამწუხაროდ ამ მხრივ უკან წავედით, შუა აზიის ქვეყნისკენ, რაც ძალია სამწუხაროა”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.
როგორც მშვენიერაძე ამბობს, კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის გაჩენის პარალელურად უნდა გაჩნდეს სხვა გარანტიები.
“საუბარია კონკრეტულ უფლებებზე, მაგალითაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ კი მეუღლეებს პატიმრის ნახვის უფლება აქვთ, უნდა ჰქონდეთ თუ არა იგივე უფლება ერთი და იმავე სქესის პირებს, რომლებიც წყვილი არიან და ცხოვრობდნენ ერთად, სანამ აღნიშნულ დაწესებულებაში აღმოჩნდებოდა”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ქვეყანაში ჰომოფობიითა და ტრანსოფობიით მოტივირებული დანაშაულებები ხდება, თუმცა გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ამაზე სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების კუთხით გარკვეული პროგრესია.
“მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, მსგავს დანაშაულებებზე რეაგირება დროულია”, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ “აიპრესთან” საუბრისას.
ავტორი: თაკო პაატაშვილი
ipress.ge