პროკურორი დააზიანეს. ესროლეს მეფარიძეს რაღაც საფეთქელთან. სისხლი მოსდის

სასამართლო განაჩენის შემდეგ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

“დიდი მადლობა მოსამართლეს.  ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ რაც მოაწყვეს,  კივილი წივილი და უბედურება, მათ მინდა ვუთხრა, ნეტავ ჩემი შვილი ცოცხალი იყოს. რას კივიან და წივიან? ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი. რა დღეში  არიან? ანგრევენ აქაურობას.  პროკურორი დააზიანეს. 
ესროლეს მეფარიძეს რაღაც საფეთქელთან.
 სისხლი მოსდის. ეს კიდევ ერთი დასტურია ამ ავაზაკების! ჩემი შვილი ჯერ მოკლეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს! დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ!”, – განაცხადა ია მეტრეველმა.
alia.ge