XXI საუკუნის სახედაკარგული სკოლა!

სამწუხაროდ „დღევანდელი სკოლა“ იქცა მოზარდი თაობის უპატრონოდ მიტოვებულ სასაფლაოდ! არავისთვის გასაკვირი არ არის ე. გ. „თინეიჯერების“ სისხლიანი გარჩევები, რასაც უამრავი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ამიტომ საზოგადოებამ ალბათ დროა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა და პასუხიც თავადვე გასცეს, თუ რა გახდა ყოველივე ამ საშინელების უმთავრესი მიზეზი. მართალია საკმაოდ რიტორიკული კითხვაა, თუმცა პასუხი არ შეიძლება ჰქონდეს რიტორიკული…

XXI სააუკუნე არის ცივილიზაციის პიკის დასაწყისი და შესაბამისად პრობლემატური თემებიც ბევრია. მომრავლდნენ ინდიგო ბავშვები, ნამდვილი გენიები, რომლებიც უკვე მცირე ასაკიდანვე აღწევენ წარმოუდგენელ მიღწევებს აბსოლუტურად ყველა სფეროში. თუმცა მათ ფონზე გაჩნდა სულ სხვა მენტალიტეტის თაობაც, რომლისთვისაც სადიზმი და კრიმინალი უფრო მისაღებია, ვიდრე განათლების მწვერვალების დაპყრობა.

კრიმინალური თაობა იზრდება არ შემდგარ ოჯახებში, სადაც სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ნაკლებობაა. ასეთ ოჯახებში ერთმანეთზე ძალმომრეობა ითვლება პრესტიჟად და პრივილეგიად, ეს რაც შეეხება მოზარდების ოჯახებს, თუმცა არანაკლებ გავლენას ახდენს სკოლა, სადაც ისინი დადიან თავიანთი აგრესიის გამოსამზეურებლად.

კრიმინალი მოზარდებში დღითი დღე მატულობს, შესაბამისად მატულობს კრიმინალის მძიმე შედეგები, მსხვერპლად შეწირული პატარა ბავშვები. მათი სიკვდილი ხდება არაფრის გამო, უბრალო მიზეზით სისხლიანი გარჩევების შედეგად. თუმცა ყველა დუმს, რადგან დიდსაც და პატარასაც დაკარგული აქვს ჩვენი საზოგადოების ნდობა, ამიტომაც იმრავლა მოზარდებში დაუსჯელობის სინდრომის სითამამემ და ამის ფონზე საკუთარი პერსონის დასამკვიდრებლად თანატოლების სისხლი წყურიათ.

პრობლემას წარმოადგენს სკოლის მასწავლებლების უდიდესი ნაწილიც, მასწავლებელმა სკოლაში ბავშვს არ უნდა ასწავლოს მხოლოდ საკუთარი საგანი, იგი უნდა იყოს პირველრიგში პედაგოგი და დაუმეგობრდეს თითოეულ მოსწავლეს, ყველასთან გამონახოს საერთო ენა. უნდა ესმოდეს ბავშვის ენა და აზროვნება. რადგან სწორედ მათი პასუხიმგებლობის აცილების მცდელობა უკვე დიდი დანაშაულია, რაც იწვევს კიდეც ხშირ შემთხვევაში იმ სავალალო შედეგებს, რომლის წინაშეც დღეს ვდგევართ. გამოდის, რომ მშობელიც, მასწავლებელიც, სამართალდამცავი ორგანოებიც და სრულიად სახელმწიფო თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას საკუთარ მოზარდებზე, ხოლო უპატრონოდ მიტოვებულ ეკესიას უკვე ეშმაკები ეპატრონებიან…

დაფიქრდით ხალხნო გვინდა, თუ არა გვყავდეს ჯანსაღი და წარმატებული მომავალი თაობა და სანამ გვიან არ არის ყველამ ერთად მივიღთ ამისთვის შესაბამისი ზომები. იქნებ და შევძლოთ „ჩვენი დახეული ჯინსების“ თაობის გადარჩენა!

TVM NEWS-ის სტაჟიორი

ავტორი: მ. ვ. /16/