ევროკავშირის თავდაცვითი ინიციატივები ნატო-ს ვერ ჩაანაცვლებენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Postimees-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ევროკავშირი ვერ შეძლებს ნატო-ს ჩანაცვლებას. ევროპული ერთიანობით ტრანსატლტანიკური ერთიანობა ვერ ჩანაცვლდება. განსაკუთრებით Brexit-ის შემდეგ, როდესაც ნატო-ს თავდაცვითი ხარჯების 80% ევროკავშირის გარეთ მყოფ მოკავშირეებზე მოდის“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში განლაგებული ნატო-ს ოთხი ბატალიონიდან სამ ბატალიონს სათავეში უდგანან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.
ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა იმ ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებენ.
„მე მხოლოდ შემიძლია მივესალმო თავდაცვის სფეროში ევროკავშირის ინიციატივებს. თავდაცვითი ფონდი, სტრუქტურირებული თავდაცვითი თანამშრომლობა და ევროკავშირის მუშაობა სამხედრო მობილურობის ჭრილში – ყველაფერი ეს აძლიერებს ნატო-ს“, – დასძინა მან.
ipn.ge