კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე (ვიდეო)

არ გამოვრიცხავ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე,- აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “რეაქცია” გააკეთა.
კალაძის განმარტებით, “ქართული ოცნება” მუდმივად ხელისუფლებაში ვერ იქნება. მისი თქმით, სწორედ ამას გულისხმობდა, როდესაც თქვა, რომ შესაძლოა ოპოზიციაში აღმოჩნდეს.
“არ გამოვრიცხავ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. არ მითქვამს, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში აღმოვჩნდები, მე ვთქვი, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდეს გუნდი, რადგან “ქართული ოცნება” სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება,-განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი გვერდი