თამარ ჩიქოვანი ფოკაში მომხდარი ფაქტის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “წერს.
“ვისაც მართლაც გადარდებთ, ჯავახეთი და ფოკა, ვისთვისაც დედათა მონასტერში სტუმრობა, უბრალოდ “გალოჩკის” ჩაწერა არაა, იცოდეთ, რომ იქაურობა მორიგი დიდი განსაცდელის წინ დგება და ამაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია მთელი საქართველოს წინაშე….
რამდენიმე დღის წინ ფოკელებმა, ერთერთი თანასოფლელის სახლი და მანქანები გადაწვეს, დიდიან პატარიანა ამ აგიზგიზებული სახლის გარშემო შეიკრიბნენ და ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ. ის ლეონა, დედათა მონასტრის შესახვევში ცხოვრობს და დედებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. დედებს თავად დაურეკა და თხოვა არ გამომესარჩლოთ, თორემ თქვენც იგივე დღე დაგადგებათო…. ადგილზე მყოფმა პატრულმა, მხოლოდ ის შესძლო რომ ლეონა და მისი ოჯახი ჩუმად გაეპარებინა, მეტზე დიდად თავიც არ გამოიდეს… დედებსაც შესთავაზა, პოლიციის უფროსმა, თუ გინდათ, თქვენც გაგაპარებთ, მეტს კი ვერაფერს ვიზამთო….
სახანძრო მანქანები სოფელში არ შეუშვეს, თუ ჩვენს სახლებსაც წაეკიდება ცეცხლი, მარტო მაშინ შემოგიშვებთო. პოლიციამ არაფერი გააკეთა და მეორე დღეს გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლები გადაწვეს…
საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ იღუმენია ელისაბედის და ფოკელი დედების რუდუნებით ნაშენები ურთიერთობა ჯავახეთის მოსახლეობასთან, ერთი ხელის მოსმით ინგრევა, მათი ნაკეთები ქართული საქმე შეიძლება ერთ წამში მიწასთან გასწორდეს. საქმე კი მართლაც ბევრი აქვთ გაკეთებული, მერწმუნეთ! ოცი წელიწადია ფოკაში დავდივარ და ის, რომ დღეს ფოკელი ბაშვები შეკითხვაზე ქართულად გპასუხობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ დედების დამსახურებაა. მე ის დროც კარგად მახსოვს, მანქანაში ჩამალული, რომ ჩავდიოდი ფოკაში.
დღეს სიტუაცია ძალიან დაძაბულია და სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პოლიცია არაფერს აკეთებს! ეს სომხები საქართველოს ზუსტად ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, როგორც მე და თქვენ და წესით ისევე უნდა ემორჩილებოდნენ საქართველოს კანონებს, როგორც მე და თქვენ! დღეს აღარაა დასაკარგი დრო, ჯავახეთი კიდევ ერთხელ განსაცდელშია! გადის საქართველოს სახელმწიფოს კონტროლიდან, ულამაზესი, ყველაზე უცნაური, საოცრად მისტიური, ძალიან ქართული ჯავახეთი იკარგება, თუ დროზე არ დავეხმარებით, თუ საქართველოს ხელისუფლება დროზე არ მიიღებს შესაბამის ზომებს, არ დასჯის ყველა დამნაშავეს და არ აღკვეცავს განუკითხაობას!” – წერს თამარა ჩიქოვანი.
წყარო: ნიუპოსტი