გუშინ, ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ოთახში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, როცა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სცემეს, მტკიცებულებები ორმა დეპუტატმა, პაატა კიღურაძემ და ლელა საჯაიამ გააყალბა.
როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა უთხრეს, ლელა საჯაია, რომელიც “ამავე საკრებულოში, “ქართული ოცნების” ერთ ერთი ლიდერია, ოთახის კედლებიდან, რომელიც ქათამაძის სისხლით იყო მოთხვრილი, სისხლი ჩამოწმინდა სპეციალური ჩვარით, ხოლო პაატა კიღურაძემ, მეორე “ნაციონალი” დეპუტატის, შალვა თავდიშვილის მაისური შემთხვევის ადგილიდან გააქრო.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, შალვა თავდიშვილის მაისურის გაქრობას, რომელიც სისხლით იყო მოთხვრილი, ეს ნათლად ‘გურიის მოამბეს” ვიდეო და ფოტოკადრებიდანაც სჩანს:
გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ორ სურათს, პირველში თავდიშვილი სისხლით მოთხვრილი მაისურით იმყოფება ინცინდენტის ადგილას, ხოლო მეორე სურათში მას უკვე “ქართული ოცნების” დეპუტატის, პაატა კიღურაძის მაისური აცვია.
უბრალო დაკვირვებითაც ნათელი დება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა მაისური ჩვენთვის გაუგებარი მკიზეზებიდან გამომდინარე შეიცვალა და “რუსთავი 2”-ს კომენტარს ასევე გაუგებარი მიზეზების გამო არ აძლევს და აცხადებს რომ მან არაფერი იცის.
არადა ირკვევა რომ ინცინდენტისას ის იქ იმყოფებოდა და ქათამაძეც “ქართული ოცნების” ფრაქციის ოთახში მისი ტელეფონიდან განხორციელებული ზარის შემდეგ შევიდა.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, ამას “გურიის მოამბეს” თვითმხილველები გვეუბნებიან და გვიმტკიცებენ.
ცნობისათვის: გუშინ, დაახლოებით დღის 15 საათზე, ოზურგეთის საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციი9ს ოთახში, სადაც “ქართული ოცნების” 10-მდე და “ნაცც მოძრაობის” სამი დეპუტატი იმყოფებოდა, ერთ ერთ “ნაციონალუირი მოძრაობის” დეპუტატზე, ბესო ქათამაძეზე თავდასხმა განხორციელდა.
“გურიის მოამბე” უამრავ ადამიანს ესაუბრა, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა ამ ინცინდენტთან და მათი მონათხრობიდან მომხდარის დაახლოებითი სურათის აღდგენას შეეცადა.
თავდაპირველად ფრაქციის ოთახში შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები გელა აროშიძე-ფრაქციის თავმჯდომარე, გოჩა კილაძე, დავით ჭაკნელიძე, გია ჩაგანავა, გენო ცავლეშვილი… ვერ დავაზუსტეთ დეპუტატები პაატა კიღურაძე, ეროდი გორდელაძე, ლელა საჯაია, გურიის გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი და ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ხათუნა სურგულაძე, იმყოფებოდნენ თუ არა ფრაქციის ოთახში, თუ იქ ინცინდენტის შემდეგ მოხვდნენ.
შემდეგ ოთახში შედიან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები შალვა ტავდიშვილი და თორნიკე გოგუაძე; “ოცნების” დეპუტატები სთხოვენ იქ მყოფ თავდისვილს, რომ დაურეკოს ბესო ქათამაზეს და შემოიყვანოს ოტახში.
თავდიშვილი ურეკავს ქათამაძეს, გარკვეული ხნის შემდეგ ისიც შედის ოთახში, თავიშვილს და ქათამაძეს მოუტრიალეს იქვე კაბინეტში არსებული კომპიუტერის მონიტორი და თხოვეს გასცნობოდნენ გურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის განცხადებას “ფეისბუკში”.
ორთავე დეპუტატი დაიხარა და შეეცადნენ წაეკითხათ რას წერდა გუბერნატორი. ამ დროს დეპუტატები გია ჩაგანავა და გოჩა კილაძე მჭიდროდ ხელს კიდებენ ქათამაძეს, მას კი მომენტალურად, უკანა მხრიდან ეპარება გელა აროშიძე და რკინის ბლაგვ საგანს რამდენჯერმე ურტყამს თავში.
ქათამაძე გონს კარგავს და ძირს ეცემა, გონწასულს უკვე გენო ცავლეშვილი ურტყამს რამდენიმეჯერ.
შალვა თავდიშვილი ურტყამს გელა აროშიძეს, მას კი რამდენიმე დეპუტატი სცემს.
ამ ყველაფერს კომპიუტერის მონიტორიდან სკაიპის ან კიდევ ფეისბუკუს საშუელბით თვალს ადევნებს ერთ ერთი მაღალჩინოსანი.
არავინ 112-ში არ რეკავს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა ქატამაძის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავად ქათამაძე რამდენიმე წუთის შემდეგ მოდის გონს და შედის ზარი “რუსტავი 2”-ის კორესპონდენტთან.
კორესპონდენტი, ვინაიდან მისი ოპერატორი ადგილზე არ იმყოფებოდა, “ახალგაზრდა პედაგოგტა კავშირიში” შეხვედრაზე მყოფ თვ “გურიას” ჯგუფს სთხოვს და მისი ოპერატორის მოსვლამდე მიდინა საკრებულოში.
ფრაქციის ოთახში შესვლისას, ოპერატორს და ერთ ჟურნალისტს ოთახიდან აძევებს ნესტორ რამიშვილი, “კურიერის” ჟურნალისტი ოპერატორის გარეშე რჩება ოთახში.
კარს ი, ოპერატორი რომ არ შევიდეს აწვება ნესტორ რამიშვილი.
ამ მომენტში ოთახში არიან ნესტორ რამიშვილი, ეროდი გორდელაძე, პაატა კიღურაძე, ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი. შალვა თავდიშვილი მიდის პაატა კიღურაძესთან და უცვლის სისხლიან მაისურს. სისხლიანი მაისური მიაქვს პაატა კიღურაძეს.
“კურიერის” კორესპონდენტის კითხვებს, თუ რა მოხდა არავინ არ პასუხობს. დიდი ჭიდაობის შემდეგ ის აღებს კარებს, ოთახს სტოვებენ “ნაციონალები”
მისაღებში იმყოფებოდნენ ლელა საჯაია და ხათუნა სურგულაძე.
ეს უკანასკნელი ლანძღავს ჟურნალისტებს:”რა დღეში ხართ?” “არ გრცხვენიათ როგრ იქცევით?” (მისი არაადეკვატური აღელვების მიზეზი გაუგებარი დარჩა)
ჟურნალისტები და ქათამაძე გადიან დერეფანს საკრებულოდან მერიამდე და მერიის გასასვლელიდან გამოდიან ადმინისტრაციის შენობის წინ, სადაც უკვე იწყებენ შეკრებას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები.
თავად ქათამაძე კი გადაყავთ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში.
შემდეგ ჟურნალისტები ადიან საკრებულოში, თუმცა არცერთი საკრებულოს დეპუტატი იქ არ არის.
მოგვიანებით შენობაში შემოდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, რომელიც ჟურნალისტებს პასუხობს რომ მას არაფერი გაუგია და არაფერი არ იცის.
რახან პოლიცია და პროკურატურა არ იძიებს მომხდარს, ისრა დაგვრჩენია ცვენ თვიტონ მოვიპოვოთ ინფორმაციები და გავიგოთ და გაგაგებინოთ რაც მოხდა.
ავტორი: გურიის მოამბე