პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის ადგილი მის კომიტეტში არ არის, რადგან იგი სისტემატურად აცდენს სხდომებს და „2-ჯერ თუ 3-ჯერ“ მივიდა და ისიც „მხოლოდ დებოშისთვის“.
„როდესაც ის იყო ელჩი და ძალიან მნიშვნელოვან მისიაში, როგორიც არის ბრიუსელი, ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, ეს არის ის წლები, როდესაც მე ჩავდიოდი ბრიუსელში და ჩამქონდა მასალა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ ციხეში, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ და ელჩი სამადაშვილი იყო დაკავებული ამ ინფორმაციის გამართლებით და ამ ინფორმაციების და ვითარების გამართლებით. სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს დღეს, რომლის საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა უფლებადამცველების მხრიდან იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რასაც ის აკეთებდა. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, მე უბრალოდ ციფრი დავდე მხოლოდ და ეს ციფრი მეტყველებს – 58 გაცდენილი კომიტეტის სხდომა და რომელზედაც მოვიდა, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მხოლოდ, დებოშისთვის, არც ერთი კანონპროექტი განხილული და წაკითხული. ასე რომ, იურიდიულ კომიტეტში ასეთი დეპუტატების ადგილი ნამდვილად არ არის“, განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Guardian.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი