გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 214 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1104 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში – 511 ფაქტი, აჭარაში – 329 ფაქტი, გურიაში – 91, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 210, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 440 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში – 155 ფაქტი, შიდა ქართლში – 476, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 875, ხოლო თბილისში – 12 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52266 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. info9.ge blogeri: giorgi frangishvili.